დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი გამოგივა. მოამზადე ქილები

2743

დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლები პროდუქტი აღწევს ჩვენამდე პირვანდელი სახით, და ჩუმა-მაწონი ერთ-ერთი მათგანია. ჩუმა-მაწვნის მომზადება ჯერ კიდევ უძველეს დროს იცოდნენ, ეს გახლდათ რძის შენახვის ერთ-ერთი ხერხი. დღეს მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, შინაურ პირობებში ჩუმა-მაწვნის მომზადება გაცილებით ადვილია.

„გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ ჩუმა-მაწვნის მომზადების პროცესის აღწერას. მის მოსამზადებლად მხოლოდ რძე და არაჟანი დაგჭირდებათ.

 ინგრედიენტები

  •  800 მლ რძე
  • 2 ს.კ. არაჟანი

მომზადება

  1. ჩაასხით რძე ღრმა ქვაბში და აადუღეთ. შემდეგ გააცივეთ 30 გრადუსამდე.
  2. დაამატეთ რძეში არაჟანი და კარგად მოურიეთ. დააფარეთ ნაჭერი ქვაბს და დადგით თბილ ადგილას 24 საათით.

ჩუმა-მაწვნის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის არის შესაძლებელი, თუმცა, ყველაზე მარტივი და გემრიელია მისი მირთმევა შავ პურთან. ჩუმა-მაწონს ცომშიც უმატებენ. თუ მისი კონსისტენცია არ მოგწონთ, გამოიყენეთ მიქსერი. ეს სასარგებლო პროდუქტი თქვენს მეგობრებსაც დააინტერესებთ – გაუზიარეთ მათ ჩვენი რეცეპტი!