სწრაფი ღვეზელი მწვანე ხახვით და ყველით

1596

არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული ღვეზელები მამაკაცებს დიდად არ იზიდავთ, მათ ცვრიანი ხორცი ურჩევნიათ. თუმცა, „გასტრონომიას“ რედაქცია სულ სხვა ინფორმაციას ფლობს. ნაზი და ჰაეროვანი ღვეზელი მწვანე ხახვით და ყველით ნებისმიერი ხორცის მოყვარულის გულს გაალღობს.

წვნიანთან, ჩაისთან ან ჭიქა ღვინოსთან ეს ღვეზელი ნამდვილი მისწრებაა. თუ თავს იმტვრევთ იმაზე, თუ რა მოამზადოთ საოჯახო სადილისთვის, ეს რეცეპტი ნამდვილად სათქვენოა!

 ინგრედიენტები

  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 400 გრ ფხვიერი ცომი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 0,5 ჭიქა ნაღები
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 150 გრ ყველი „გრიუიერი“
  • 40 გრ ესტარგონი
  • 40 გრ ბაზილიკი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ზედაპირს და გააბრტყელეთ მზა ცომი თხლად, მართკუთხა ფორმა რომ მიიღოს. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ ცომი გვერდებზეც გადმოდიოდეს. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  2. დააფარეთ გაცივებულ ცომს პერგამენტი, დააყარეთ ხმელი ლობიო ან ბარდა და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაცილეთ ქაღალდი, ლობიო და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი. გააცივეთ ცომი.
  3. დაუკელით ტემპერატურას 160 გრადუსამდე. დაჭრილი მწვანე ხახვი მოთუშეთ ზეთში 2-3 წუთი. გააცივეთ და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.
  4. მსხვილად გახეხეთ ყველი. თუ გრუიერი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მაგარი ყველი. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ცხიმიანი ნაღები, ყველი, არაჟანი, დაჭრილი მწვანილი და დაუმატეთ მწვანე ხახვს. მოურიეთ და დაამატეთ შაქარი და მარილი.
  5. მზა შიგთავსი წაუსვით ღვეზელს და გამოაცხვეთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.

მოამზადეთ ეს კერძი და კლასიკური ხახვის ღვეზელი, რათა შეადაროთ შეგრძნებები. რომელი გემო გირჩევნიათ? დაწერეთ კომენტარებში, ასევე გაუზიარეთ საყვარელი რეცეპტი მეგობრებს.