შემწვარი ვაშლები ფორთოხლისა და ქიშმიშის გულსართით. დესერტი, რომელიც პირველივე წუთიდან შეგიყვარდებათ

1711

შემწვარი ვაშლები – სახელდახელო, ძალიან სასარგებლო, ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი დესერტი ან სასუსნავია. თუ გსურთ, შემწვარი ვაშლები სუფრაზე ვანილის კრემთან, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად მიიტანეთ.

ინგრედიენტები:

ვაშლები:

4 დიდი მომჟავო ჯიშის ვაშლი (მაგ. გრენი სმიტი ან რომელიმე რბილი ჯიშის)

გულსართი:

  • 2 სუფრის კოვზი ღია ყავიფერი შაქარი
  • 4 სუფრის კოვზი ქიშმიში
  • 1 სუფრის კოვზი წმინდად გახეხილი ფორთოხლის ცედრა
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

ცხობისთვის: 

  • 16 ცალი მიხაკი
  • 1/4 ფინჯანი (60 მლ) ვაშლის წვენი ან ვაშლის ბრენდი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

  1. ვაშლები: გამოაცალეთ გული თითოეულ ვაშლს ისე, რომ ხვრელი განიერი გამოვიდეს. გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე.
  2. საცხობ ლანგარზე ვაშლები მჭიდროდ დაალაგეთ, წაუსვით კარაქი.
  3. შიგთავსი: ჩამოთვლილი ინგრედიენტები საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ ერთმანეთს.
  4. შიგთავსით ამოავსეთ ვაშლის გულები და რაც მოგრჩებათ, ზემოდან დაადეთ.
  5. ცხობა: თითოეულ ვაშლში ჩაარჭვეთ 4 ცალი წვენი. თითოეულ ვაშლს თავზე დაადეთ 1/2 სუფრის კოვზი კარაქი. მოაყარეთ შაქარი.
  6. გამოაცხვეთ თავდაუხურავი, 20-30 წუთი, რამდენჯერმე მოასხით გამოყოფილი წვენი.
  7. პატარა ქვაბით დაბალ ცეცხლზე დადგით ლიმონის წვენისა და თაფლის ნარევი. ვაშლებს მოასხით შემთბარი თაფლი და კიდევ 10 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ დაიბერება და გასკდომას დააპირებს.
  8. გააგრილეთ 10 წუთი, თავზე მოასხით ტაფაში დარჩენილი წვენი. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.