კლასიკური ფრანგული დესერტის კიდევ ერთ, საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.
ფორთოხლისა და ლიმონის სუფლე
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი
- 4 სუფრის კოვზი წმინდად დაფქული ნუში
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
სუფლე:
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 150 მლ რძე, ცხელი
- 3 დიდი კვერცხის გული
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
- 1 ფორთოხლის ცედრა და ახალგამოწურული წვენი (დაახლოებით 75 მლ)
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი “კუანტრო” ან “გრან მარნიე”
- 4 დიდი კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 4
მომზადება: 35 წუთი
ცხობა: 15-18
დონე: 2
მომზადების წესი:
- 250 მლ მოცულობის სუფლეს 4 ყალიბს ფუნჯით წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი. გააცივეთ 5 წუთი. შემდეგ დანარჩენი კარაქიც წაუსვით.
- შეურიეთ ნუში და შაქარი, კოვზით ჩაყარეთ ყალიბებში და ამოძრავეთ, სანამ ამ მასით მთლიანად და თანაბრად არ დაიფარება კედლები. ზედმეტი ნაზავი გადმოყარეთ.
- სუფლე: საშუალო ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და 1 წუთის განმავლობაში ურიეთ ისე, რომ მასა არ გაყავისფრდეს.
- გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ თბილი რძე, კიდევ 1-2 წუთით დააბრუნეთ საშუალო ცეცხლზე სანამ არ გასქელდება და ზედაპირზე ბუშტუკები გაუჩნდება. გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ.
- თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
- პატარა ჯამში შეურიეთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, ფორთოხლის წვენი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და ლიქიორი. დაამატეთ რძისა და კვერცხის ნაზავს.
- გააცხელეთ ელქტროღუმელი 190 გრადუსზე.
- საცხობი ლანგარი ღუმელში მოათავსეთ.
- დიდ ჯამში მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. დაუმატეთ მორჩენილი 1 სუფრის კოვზი შაქარი და თქვიფეთ, სანამ მასა მყარი არ გახდება. ბეზე კოვზით შეურიეთ ცომს.
- ყალიბებში ისე გაანაწილეთ, რომ ჭურჭლის კიდეებიდან 1 სმ-ით იყოს ამოწეული.
- აცხვეთ 15-18 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება და გვერდებს ამოსცდება, ოღონდ ცენტრში ცოტა რბილი უნდა იყოს.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.