დრანიკების მომზადება მუდამ კარგი იდეაა. ხრაშუნა ოლადები ნაზი შიგთავსით მუდამ გიხალისებს დღეს. ალბათ, ყველა დიასახლისს აქვს მისი მომზადების რეცეპტი, თუმცა, სიახლეები არ გვაწყენდა.
დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ დრანიკების მომზადების საინტერესო გერმანულ რეცეპტს. ჩვეულისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, რამდენიმე განსაკუთრებული შტრიხი აქვს.
ინგრედიენტები
- 350 გრ კარტოფილი
- 1 ც ხახვი
- 0,25 ჩ.კ. მუსკატის თხილი
- მარილი გემოვნებით
- 10 გრ ფქვილი
- 3 გრ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მანანის ბურღული
- 1 კვერცხი
- ბაზილიკი გემოვნებით
- 150 გრ იოგურტი
- ზეთი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გათალეთ და გახეხეთ კარტოფილი, მოაცილეთ სითხე. (სითხე შეინახეთ)
- დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. დაუმატეთ კარტოფილის მასას, დაუმატეთ სუნელები, პილპილი, ფქვილი, მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი.
- დაამატეთ დაწურული კარტოფილის წვენი მასას და მოურიეთ.
- მომზადების წინ დაუმატეთ მარილი. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან ჩვეულებრივი წესით. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
- სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ იოგურტი, ბაზილიკი და შავი პილპილი.
უგემრიელესი დრანიკები მზადაა, გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!