ლიმონის უგემრიელესი ტორტი ჰაეროვანი ბისკვიტით, პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა

2884

ამ ტორტის რეცეპტი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ, რადგან ის ყველა სეზონს ძალიან უხდება. მისი მომზადება დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს, ასე რომ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

  • კვერცხი 6 ც
  • შაქარი 1 ჩ/ჭ
  • ლიმონი 1 ც
  • კარტოფილის ფქვილი 2 ს/კ
  • პურის ფქვილი 2 ს/კ

მასალა კრემისთვის:

  • რძე 1 ჩ/ჭ
  • შაქარი 1,5  ჩ/ჭ
  • რძე 1 ლ
  • კვერცხი 4 ც
  • ფქვილი 1/2 ჭ
  • ფქვილი 200 გრ

მომზადების წესი:

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. 1 ცალი საშუალო ზომის ლიმონი 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, კანიანად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და შევურიოთ კვერცხის გულებს. დავამატოთ 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. გამაგრებამდე ნელ-ნელა დავასხათ ცომს. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

კრემი: 4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყანოთ ადუღებამდე, გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრ კარაქი.

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ლიმნიანი ჩაით, რომელსაც დამატებული ექნება 1 ს/კ კონიაკი. ბისკვიტი მოვრთოთ კრემით.