აი როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში უგემრიელესი და ყველასთვის საყვარელი დონატები

3622

თუ ხშირად სტუმრობთ დანკინ დონატს დონატების ხათრით, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს… დღეს გასტრონიმიას რედაქცია სწორედ იმ ცნობილი დონატების რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ ჯანსაღი და უფრო გემრიელი დონატები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

ინგრედიენტები: 

  • 50 გ მარგარინი ან კარაქი
  • 130 მლ ცხიმიანი რძე
  • 130 მლ წყალი
  • 1 მსხვილი კვერცხი
  • 75 გ შაქარი
  • 2.5 ჭიქა ფქვილი (250 მლ -იანი ჭიქა)
  • 1 ჩ.კ. (სავსე) მშრალი საფუარი
  • გამდნარი შოკოლადი ან შაქრის პუდრი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. რძე და წყალი გავათბოთ, შემდეგ ჩავაგდოთ კარაქის ნაჭერი და ჩავადნოთ.
  2. დავუმატოთ კვერცხი, შაქარი და კარგად გავხსნათ. ბოლოს საფუარი დავუმატოთ. დავდგათ ეს თბილი მასა 20-30 წუთით და აფუება ვაცალოთ.
  3. თავდაპირველად დავაცრათ ორი ჭიქა ფქვილი. დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნელ-ნელა ვუმატოთ. შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლებიც დაგვჭირდეს.
  4. მთავარია ცომის კონსისტენცია: ის უნდა იყოს რბილი, ნაზი. ხელებზე ცოტა მოგვეწებება, მაგრამ ფქვილს ნუ დავუმატებთ, უბრალოდ კარგად ვზილოთ. დავდგათ გასაფუებლად, სანამ არ გაორმაგდება.
  5. აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან დაფაზე. გავაბრტყელოთ დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე და გამოვჭრათ რგოლები, თუ სპეცლიალური საჭრელები არ გვაქვს, სხვადასხვა ზომის ჭიქები გამოვიყენოთ.
  6. გამოჭრილი ფორმები გავაცალკევოთ და დავტოვოთ დაფაზევე 20 წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს.
  7. ტაფაზე დავასხათ ზეთი (სასურველია დონატებს შუამდე მაინც სწვდებოდეს ცხობისას), როცა გაცხელდება, ფრთხილად ჩავალაგოთ ცომი და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დავბრაწოთ ორივე მხრიდან.
  8. თავზე სასურველია, გამდნარი შოკოლადი მოვასხათ ან შაქრის პუდრი მოვაყაროთ. (გავითვალისწინოთ, რომ  მინანქრის ან პუდრის გარეშე დონატები საკმარისად ტკბილი არ არის.)