ლინცური ტორტი – გემრიელი და ფხვიერი დესერტი 30 წუთში

1382

ეს ტორტი ავსტრიის ქალაქ ლინცში შეიქმნა. მზადდება ფხვიერი, მოხარშული ცომით. მნიშვნელოვანი ინგრედიენტია დაფქული ნუში. გულსართად გარგარის ჯემის გამოყენებაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები: 

  • მოხარშული ცომი
  • 20 გ ფქვილი
  • 100 გ დაფქული ნუში
  • 150 გ შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/4 ჩ.კ. მიხაკი (დაფქული)
  • 150 გ ცივი, მარილიანი კარაქი (კუბებად დაჭრილი)
  • 1 ლიმონის ცედრა (გახეხილი)
  • 1 კვერცხი

შიგთავსი 

  • 240 გ ჟოლოს ჯემი
  • 1 კვერცხი ( მოსასმელად)

მომზადების წესი:

  1. მოხარშული ცომი: ფქვილი, ნუშის ფქვილი, შაქარი, დარიჩინი და მიხაკი, კარაქი და ლიმონის ცედრა მიქსერით კარგად აურიეთ. თანდათან დაამატეთ კვერცხი.
  2. გადმოიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ. გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. პატარა ცომი პერგამენტში გადაახვიეთ და 30 წუთით მაცივარში გააცივეთ.
  3. დიდი ნაწილი კი ორ ფენა პერგამენტის ქაღალდს შორის მოათავსეთ და ისე გააბრტყელეთ.
  4. მერე ქაღალდი მოაშორეთ და ცომი საცხობ ფორმაში ჩააფინეთ.
  5. ფორმაში ჩაფენილ ცომს კიდეები ლამაზად დაუკბილეთ, დაახლოებით 2 სმ -ის დაშორებით.
  6. გადანახული ცომი მართკუთხედის ფორმაზე გააბრტყელეთ (25X20 სმ) და ფიგურული დანით 1,5 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. ეს ზოლები პერგამენტის ქაღალდიან თუნუქის ფურცელზე გადაასრიალეთ.
  7. 30 წუთით მაცივარში გააცივეთ ცომიც და ზოლებიც.
  8. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
  9. შიგთავსი. ჟოლოს ჯემი ცომის ძირზე გადაანაწილეთ.
  10. გამოჭრილი ზოლები კი თანაბარი დაშორებებით შიგთავსზე დაალაგეთ (დაწანით). ზოლებს გათქვეფილი კვერცხი გადაუსვით.
  11. შედგით ღუმელში 35-40 წუთით.
  12. 15 წუთით ფორმაშივე დატოვეთ და შემდეგ ცხაურზე გადმოიტანეთ. ოთახის ტემპერატურაზე ბოლომდე გააგრილეთ.
  13. დაჭერით და მიირთვით.

ულუფა: 8-10

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 35-40 წუთი