თხილიანი ნაზი ფუნთუშების ნაცადი რეცეპტი

1539

სახლში გამომცხვარი ტკბილი ცომეულის არომატს არაფერი შეედრება. ნამცხვრები, კექსები, პეროგები – ყოველ დიასახლისს თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. ამასთან, გამრავალფეროვნებაც არავის აწყენს. ამაში კი “გასტრონომიას” რედაქცია სიამოვნებით ეხმარება ერთგულ მკითხველებს.

თხილიანი ფუნთუშების რეცეპტი ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ცომს დიდ ხალს მოზელვა არ სჭირდება. საფუარზე მოზელილი, სწრაფად ამოდის. შედეგად ფუნთუშები ნაზი, ჰაეროვანი და რბილი გამოდის. შეგიძლიათ ნებისმიერი თხილი გამოიყენოთ და სურვილისამებრ ქიშმიშიც დაუმატოთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 510 მლ რძე
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 20 გრ საფუარი
  • 200 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • ვანილი გემოვნებით
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. გახსენით საფუარი 500 მლ რძეში, დაამატეთ 120 გრ შაქარი და ვანილი, ჩაახალეთ კვერცხიდ ა ათქვიფეთ.

2. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მასაში, ასევე დაუმატეთ ზეთი, მარილი და დარბილებული 150 გრ კარაქი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ და დადგით თბილ ადგილას 1,5-2 საათით.

3. მოამზადეთ თხილის შიგთავსი. დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაუმატეთ 80 გრ შაქარი, დარიჩინი და მოხალული და დანლენდერებული ნიგოზი. დაამატეთ დარჩენილი რძე და მოურიეთ.

4. გააბრტყელეთ ცომი, ზემოდან მოათავსეთ შიგთავსი და შეახვიეთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

5. მიღებული რულეტი დაჭერით ზოლებად, დაახვიეთ თითოეული. დააფინეთპერგამენტი საცხობ ფორმაზე და მოათავსეთ ნაწარმი. დატოვეთ 20 წუთით.

6. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

უგემრიელეს ფუნთუშებს ძალიან მოუხდება ჭიქა თბილი რძე  ან ცხელი ჩაი. გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!