ხავერდოვანი ტექსტურის მქონე რულეტი: არაჩვეულებრივი დესერტი ჩაისთან

1241

დღე არ გავა, ჩაი ან ყავა რომ არ დავლიოთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ საყვარელ სასმელს რაიმე კარგი დესერტი უხდება. დღეს “გასტრონომიას” რედაქცია შემოგთავაზებთ არომატული რულეტის რეცეპტს, რომელსაც ერთდროულად ნოტიო და ფხვიერი ტექსტურა აქვს, ძალიან ნაზია და ნამცხვრის კატეგორიაშიც გადის.

მუქი ცომისთვის ჩვენ ნატურალური კაკაო შევარჩიეთ, თუმცა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ესპრესოთი. მოამზადეთ რულეტი დიდი რაოდენობით, რადგან ის ისეთი გემრიელია, ოჯახის წევრები დამატებას აუცილებლად მოითხოვენ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ კარაქი
  • 400 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქრის პუდრი
  • 40 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 2 კვერცხი
  •  მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დარბილებული კარაქი, მარილი და შაქრის პუდრი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და გაყავით ორ ნაწილად.
  2. ერთ ნაწილს დაუმატეთ გაცრილი კაკაოს ფხვნილი, კვლავ მოზილეთ და შედგით მაცივარში ორივე ცომი 2 საათით.
  3. გააბრტყელეთ ორივე ცომი მართკუთხა თხელ ნაწილებად.
  4. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ათქვიფეთ ცილა კარგად და წაუსვით მუქ ცომს. ზემოდან დაადეთ თეთრი ცომი და დაახვიეთ რულეტად პერგამენტის ქაღალდში და შედგით მაცივარში.
  5. დაჭერით რულეტი 2 სმ-იან ნაჭრებად. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

როგორც ნებისმიერ ნამცხვარს, ჩვენს რულეტსაც მოუხდება ცოტაოდენი ვანილი. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან მოასხათ ათქვეფილი ნაღები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!