ცუკოტო – ფლორენციული უგემრიელესი დესერტი

1061

ეს ფლორენციული დესერტი იტალიაში ძალიან პოპულარულია. ამბობენ, რომ მისი ფორმა ჰგავს ბრუნელეშის ცნობილის ტაძრის გუმბათის ფორმას.

ინგრედიენტები: 

  • 1/2 იტალიური ბისკვიტი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ფინჯანი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი ბრენდი
  • 3 სუფრის კოვზი რომი
  • 2 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
  • 50 გ შაქრის პუდრი
  • 30 გ ნუში, მოხალული და დაჭრილი
  • 4 სუფრის კოვზი ხილის ცუკატები, დაჭრილი
  • 150 გ შავი შოკოლადი, დატეხილი

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ბისკვიტი თხელ ნაჭრებად.
  2. შაქარი და წყალი ქვაბით  საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ადუღეთ, სანამ შაქარი არ გადნება, 2-3 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ბრენდი, რომი და გააგრილეთ.
  3. შაქრის ვაჟინით დანამეთ გუმბათის მოყვანილობის, 1,5 ლ მოცულობის პუდინგის ფორმის გვერდები.
  4. ყალიბში ჩადეთ დაჭრილი ბისკვიტის 3/4. ნაჭრებს შორის სიცარიელე არ  უნდა დარჩეს. ფუნჯით წაუსვით დარჩენილი ვაჟინი.
  5. დიდ თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები სანამ არ გასქელდება. ნაღებს შეურიეთ შაქრის პუდრი, თხილი ან ნიგოზი, ხილის ცუკატები და შოკოლადი.
  6. მიღებული მასა ყალიბში გადაიტანეთ და დაფარეთ მორჩენილი, დაჭრილი ბისკვიტის ნაჭრებით.
  7. მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ. გადმოიღეთ დიდ თეფშზე, დაჭერით და მიირთვით.

ულუფა: 6

მომზადება: 30 წუთი+12 საათი გასაყინად

დონე: 2