მხლოვანი ისპანახით – უგემრიელესი რეცეპტი ცომეულის მოყვარულებისთვის

4686

მხლოვანის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხლის, ისპანახის ან ქორფა ჭინჭრის ფოთლები. დღეს გასტრონომია ისპანახის მხლოვანს მოგიმზადებთ.

ინგრედიენტები: 

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი  – 100 მლ

გულსართისთვის: 

  • ისპანახი – 500 გ
  • მწვანე ხახვი – 10 გ
  • ქინძი – 10 გ
  • ზეთი – 50 მლ
  • დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. საფუარი და შაქარი გახსენით თბილ წყალში. ცალკე თასში ფქვილის შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი.
  2. ცომი ზეთიანი ხელით კარგად გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ, ტილო კვლავ გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად.
  3. ისპანახი გარეცხეთ და მხოლოდ ფოთლები დაჭერით. გაახურეთ ტაფა და დაჭრილი ისპანახი მოშუშეთ ზეთში. თავიდანვე დაამატეთ წინასწარ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი, ბოლოს – მარილი და დაღერღილი წიწაკა. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ მზა მასას შეურიეთ გახეხილი ყველიც.
  4. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300-გრამიანი გუნდა, გაშალეთ, ჩადეთ გულსართი და თავი მოუკარით. მხლოვანი გააბრტყელეთ 1 სმ სისქემდე. შუაში დაუტოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი.
  5. გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე 7-10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!