მარწყვის არომატული წვნიანი ნაყინით და პიტნით.

1406

ეს წვნიანი კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მარწყვი გაქვთ, გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე. არც იფიქროთ მისი მომზადება გაყინული მარწყვით.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ახალი მარწყვი; დამატებით – 150 გ დაჭრილი, გარნირისთვის
  • 1/2 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 1/3 ფინჯანი (90 მლ) ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
  • 90 მლ მშრალი ღვინო
  • 90 მლ თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
  • პიტნის ფოთლები, მოსართავად
  • ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი, მოსართავად

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი +2 საათი გასაცივებად

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. მარწყვი ბლენდერში ათქვიფეთ, შემდეგ გაატარეთ წმინდა საწურში და თესლი მოაცილეთ.
  2. მარწყვის პიურეს შეურიეთ ვანილის ჩხირის გული, 1 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი.
  3. ცალკე ქვაბში შეურიეთ ფორთოხლის წვენი, ღვინო და თაფლი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, სანამ თაფლი გადნება. დაუმატეთ მარწყვის პიურე და ოდნავ წამოადუღეთ.
  4. სიმინდის სახამებელი და წყალი აურიეთ პატარა ჯამში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაასხით წვნიანი, ურიეთ შესქელებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  5. გააცივეთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი.
  6. სუფრაზე მიტანამდე 15 წუთით ადრე მოამზადეთ გარნირი: დაჭრილი მარწყვი დაალაგეთ თეფშზე, დიდი მარწყვები შუა-შუა გაჭერით და მოაყარეთ მორჩენილი შაქარი.
  7. წვნიანი ჩაასხით 6-8 პატარა ფიალაში ან ფინჯანში. დაჭრილი მარწყვი გაანაწილეთ თანაბრად. სუფრაზე მიიტანეთ ათქვეფილი ნაღებითა და პიტნის ფოთლებით მორთული.