სოკოში შედის: მინერალური ნივთიერებიდან – კალიუმი, ფოსფორი, რკინა და მცირე რაოდენობით კალციუმი; მიკროელემენტები – თუთია, სპილენძი, იოდი, დარიშხანი და სხვ; ვიტამინები უმეტეს შემთხვევაში B ჯგუფისა. სწორად მიხვდით, დღეს სწორედ სოკოსგან მომზადებულ უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ.
კალმახა სოკო ნიგვზით
ინგრედიენტები:
- სოკო – 600 გრამი
- ხახვი – 100 გრამი
- ზეთი – 2 სუფრის კოვზი
- ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
- ქინძი, წიწაკა და მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- კალმახა სოკო დავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ გრძლად, ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად დავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დავკეპოთ დანით ძალიან წვრილად.
- ასევე წვრილად დავკეპოთ 5 თავი ხახვი. ჩავყაროთ ერთად ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
- წყალი რომ შეაშრება, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და 2 სუფრის კოვზი წყალი. კიდევ ვადუღოთ ცოტა ხანს. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი, ცოტა წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!