ფაფუკი ფუნთუშები (პონჩიკები) მოხარშული კრემით – ბავშვობის ტკბილი გემო

4770

კრემიანი ფუნთუშები/პონჩიკები – რა გახსენდებათ პირველი ამ სიტყვის გაგონებისას? ბავშვობის ტკბილი მოგონებები ხო?! როდესაც დედა ან ბებო გვანებივრებდა ფაფუკი ფუნთუშებით. სწორედ, იმ ბავშვობის დროინდელ “პონჩიკს” მოვამზადებთ დღეს.

ინგრედიენტები: 

  • რძე – 1 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი -400 გრამი
  • ლუდის საფუარი – 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 2 ცალი
  • არაყი – 1 სირჩა
  • ზეთი – 600 გრამი
  • შაქარი – 100 გრამი

კრემი 

  • რძე – 2 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი – 4 ცალი
  • კარტოფილის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი: 

  1. კრემი: 4 კვერცხის გული გოგლიმოგს ჩავალესოთ კარტოფილის ფქვილი და ვანილის ფხვნილი. ჩავასხათ გაცხელებულ რძეში და ერთხელ წამოვადუღოთ. მივიღებთ ტკბილ არომატიან ფაფას. ფაფას შეიძლება დავუმატოთ ცოტაოდენი ვანილი.
  2. ცომი: თბილი რძე, ლუდის საფუარი და 1 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი ავლესოთ ერთმანეთში, კარგად შევახვიოთ და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.
  3. ორი საათის შემდეგ აფუებული ცომი კარგად ავზილოთ. დავუმატოთ ცოტა მარილი და შაქარში ათქვეფილი კვერცხის გული, თან ჩავაზილოთ დანარჩენი ფქვილი ( ცოტა საფანელისათვის შემოვინახოთ ). შევურიოთ რაიმე სურნელოვანი სანელებელი და 1 ჭიქა არაყი, ავზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას ერთი საათით.
  4. ცომი ძალზე ნაზი და რბილი უნდა იყოს, რომ მაგიდაზე ადვილად შეიძლებოდეს მისი გათხელება. მოვაყაროთ ფქვილი, ოდნავ გავათხელოთ ერთი თითის სისქეზე და ჩაის ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ნაჭრები. ნაჭრებზე კოვზით დავდოთ კრემი, თითოეულს მოვუკრათ თავი, დავაწყოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე და კიდევ დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.
  5. შემდეგ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, წამოვადუღოთ და ამ ზეთში ჩავყაროთ ფუნთუშები. გამომცხვარი ფუნთუშა გაწითლდება და ამოტივტივდება.