შოკოლადისა და ალუბლის ამ გემრიელი ნამცხვრის სახელი გერმანიის უღრანტყიან ადგილებს უკავშირდება. ეს ნამცხვარი გურმანების ნამდვილი აღმოჩენაა.
ინგრედიენტები:
- 1 ქილა მჟავე ალუბლის წვენი
- 1 ჭიქა შაქარი
- 90 მლ ალუბლის ბრენდი
- 90 გ მარილიანი კარაქი
- 5 კვერცხი
- 1 ჭიქა (150 გ) ფქვილი
- 50 გ უშაქრო კაკაოს ფხვნილი
- 625 მლ ნაღები
- 2 ს.კ. შაქრის პუდრი
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 120 გ შავი შოკოლადი (გასაფორმებლად)
მომზადების წესი:
- ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ სამ ფორმას (23 სმ ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
- მოამზადეთ ალუბლის ბრენდი: ალუბალი გამოწურეთ, წვენი პატარა ქვაბში მოაგროვეთ და 1/4 ჭიქა (50 გ ) შაქარი დაამატეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ შაქრის გადნობამდე (5 წუთი), ურიეთ.
- 16 ალუბალი გასაფორმებლად გადაინახეთ, დანარჩენი კი წვენთან ერთად ბრენდისთვის გამოიყენეთ.
- კარაქი გაადნეთ და თბილად შეინახეთ.
- კვერცხი და 150 გ შაქარი ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ და ორთქლის აბაზანაზე დადგით (იმდენ ხანს გააჩერეთ, რომ ნარევი შეთბეს). შემდეგ სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ და 10-15 წუთის განმავლობაში თქვიფეთ გასქელებამდე.
- ფქვილი და კაკაო გაცერით, შეურიეთ კვერცხიან მასას, დაამატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ. მიღებული ცომი სამ ნაწილად გაყავით და გამზადებულ ფორმებში გადაიტანეთ.
- აცხვეთ 15-20 წუთი. 10 წუთი ქვაბში გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე ამოაპირქვავეთ და პერგამენტის ქაღალდი ფრთხილად მოაცალეთ. გააცივეთ ბოლომდე.
- ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი ათქვიფეთ. ალუბალი გადაწურეთ, წვენი შეინახეთ.
- ჯამში 2 ჭიქა ათქვეფილი ნაღები ალუბალს შეურიეთ. ერთი ბისკვიტი თეფშზე დადეთ, ალუბლის წვენი მოასხურეთ. დაფარეთ ალუბლის კრემით (1/3). იგივე გაიმეორეთ სამივე ფენის შემთხვევაში.
- 1 ჭიქა ათქვეფილი ნაღები ტორტის მოსართავ ფორმაში მოათავსეთ და ნამცხვრის ზედაპირი და გვერდები ლამაზი ფიგურებით დაფარეთ.
- გვერდები და ზედაპირი შოკოლადის ნამტვრევებით დაფარეთ.
- კიდეებზე დაახლოებით 16 პატარა ვარდი დასვით, ზემოდან კი თითო ალუბალი დაადეთ.
- დააფარეთ და მირთმევამდე 6-12 საათით მაცივარში მოათავსეთ.