იცით რას ნიშნავს კვებითი თერაპია?

1492

კვებითი თერპია არის მკურნალობა საკვები პროდუქტებით: ხილ-ბოსტნეულით, კენკროვნით, მწვანილით და გარეული სამკურნალო მცენარეებით. ბრონქიალური ასთმით დაავადებულთათვის უნდა სჭარბობდეს მარწყვი, შავი მოცხარი, მოცვი, წითელი მოცვი, შტოში, ორფერი (რასაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ფილტვების დაავადებათა სამკურნალოდ), ვარდკაჭაჭა, დედოფლის ყვავილი და სხვა. ჭარხალთან ან ვაშლთან, კობოსტოსა და სტაფილოსთან ერთად კამის, სანელებლებისა და მცენარეული ზეთის დამატებით.

  • ეს საშუალებები განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც ალერგიული ასთმის შეტევები არ ემორჩილებიან მედიკამენტურ მკურნალობას ან გრძელდებიან ერთი კვერა და მეტ ხანს, მაგრამ იმუნური დარღვევების პროფილაქტიკისათვის პროდუქტები ბოსტნისა და ტყის “გასტრონომებიდან” ჩვენს ცხოვრებაში უნდა დამკვიდრდეს, როგორც მზე, ჰაერი და წყალი.
  • არის კიდევ მნიშვნელოვანი ასპექტი, გემოს სახის და სურნელების გაუმჯობესებისათვის აღნიშნული პროდუქტები პირდაპირ “გატენილია” არომატიზატორებით, საღებავებით, კონსერვანტებით, ემულგატორებით. და ეს ქიმია მხოლოდ ამძიმებს დაავადებებს.
  • კვების შედარებით სუფთა პროდუქტებიდან, დარჩა მხოლოდ გარეული ბალახეული და ბუჩქნარი. როგორც წესი მათში სასარგებლო ნივთიერებები მეტია, ვიდრე კულტურულ მცენარეებში, სახელდობრ, C ვიტამინი და ეთერის ზეთები. ამიტომ ახალ, გარეულ მცენარეთა გამოყენება ხელს უწყობს იმუნიტეტის ნორმალიზაციას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის აღდგენას და ალერგიულ დაავადებათა აღკვეთა – აცილებას.
  • იმუნიტეტის სტიმულაციას იწვევს ასევე გულყვითელა, ასკილი, ქრისტესისხლა. სამკურნალოდ უნდა ავიღოთ ერთი ჩაის კოვზი რომელიმე მათგანი და დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, გავაჩეროთ 1 საათი და მივიღოთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
  • სასარგებლოა მცენარეთა არა მარტო საკვებად მიღება, არამედ მათი დაყნოსვაც.
  • არსებობს მკურნალობის ასეთი მეთოდი, გასვლა ტყეში და ხეებს და ბალახებს შორის ყოფნა გარკვეული დროის მანძილზე – აეროფიტოთერაპია. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისა და ისეთ ხეებს შორის ყოფნა, როგორიცაა მუხა, არყის ხე, ცაცხვი, თხილი, ორკბილა, ვირისტერფა.
  • ცნობილია, რომ ხილ-ბოსტნეული მდიდარია ე.წ. ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეუძლიათ გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ავთვისებიან სიმსივნეთა წარმოშობისა და განვითარების აცილება.
  • ანტიოქსიდანტებს არა მხოლოდ შეიცავს ზოგიერთი პროდუქტი, არამედ მათ ასევე გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი, თუმცა არასაკმარისად, რის გამოც საჭიროა მათი დამატებითი მიღება გარედან. ისინი კვების პროდუქტებშია ვიტამინების, მინერალებისა და სხვა კომპონენტთა სახით.
  • ფართოდ გავრცელებული ანტიოქსიდანტებია A, C, V ვიტამინები, სელენი და თუთია. თუ თქვენ ყოველდღე მიირთმევთ 500 გრამამდე ბოსტნეულს და 200 გრამ ხილს, თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებს აღნიშნულ ნივთიერებებზე სავსებით დააკმაყოფილებთ.
  • სასარგებლოა უმი მცენარეული საკვები. მასში შენარჩუნებულია ვიტამინები, ასევე  მიკრო და მაკრო ელემენტები, რომლებსაც პირობითად მინერალებს ეძახიან. მათ გარეშე ვერ მოქმედებენ ფერმენტები და ჩვენი ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები.
  • ზემოაღნიშნული ნივთიერებებით უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზმი შემდეგ შემთხვევაში.
  • მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული იაპონური საკვები – ესაა უმი თევზი ბრინჯითა და ბოსტნეულით, ქაშაყიც (“სელიოდკა”), რომელსაც ბევრგან ხმარობენ, ასევე უმი თევზია. იგი შეიცავს ბევრ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავეებს. დილით მსუქანი ქაშაყით ერთი ბუტერბროდის მიღებით მიზანი მიღწეული იქნება.
  • ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის გაძლიერებისათვის საჭიროა განცალკევებული და მეტწილად ვეგეტარიანული კვება. განცალკევებულია, რადგან ერთი სახის პროდუქტების მიღება ხდება 1,5-2 საათის შემდეგ იმ პროდუქტების მიღებიდან, რომლებთანაც შეუთავსებელნი არიან კუჭსა და ნაწლავებში მათი მონელების პროცესში. მაგალითად, შეუთავსებელია ხორცის ჭამა პურთან ერთად და კარტოფილთან, რამდენადაც ხორცი განეკუთვნება ცხოველურ ცხიმებს და კუჭში მისი გადამუშავებისთვის  შემოდის მარილმჟავა, პურისა და კარტოფილისათვის მეტწილად ნახშირწყლებისათვის ხდება ტუტეს გამომუშავება. შედეგად ურთიერთმტრულად  გამოწყობილი ნივთიერებები ანეიტრალებენ ერთმანეთს და საკვები არასრულფასოვნად მოინელება, რის გამოც იწამლება ორგანიზმი. გარდა ამისა, ხორცი (ცილა) მთლიანად გადამუშავდება 6 საათის განმავლობაში, ხოლო ნახშირწყლები (კარტოფილი, პური და ა.შ.) 1 საათის მანძილზე. და როცა გადამუშავებული ნახშირწყლებისა და გადამამუშავებელი ხორცის ნარევი კუჭიდან შემოდიან, ნაწლავებში მიმდინარეობს ყველა ამ ურთიერთშეუთავსებელ ნივთიერებათა ლპობა, მაშასადამე ორგანიზმის მოწამვლა, მისი მოშხამვა ტოქსინებითა და წიდებით. ამიტომ გონივრულია ვიცოდეთ სხვადასხვა პროდუქტების შეთავსებადობის პრინციპები და ვიკვებოთ მათი დაცვით, რომ საკვები სასარგებლო იყოს ჩვენი ორგანიზმისათვის.
  • ჩვეულებრივ ბოსტნეულში უამრავი მიკრობია, რომლებიც, როცა ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ მრავლდებიან და დიდ ზიანს აყენებენ მიკროფლორას. საკმარისია, ასეთი ბოსტნეული ორიოდე წუთში მოვათავსოთ მაცივარში 5 გრადუს ტემპერატურაზე, რომ ისინი არა მარტო შეწყვეტენ გამრავლებას, არამედ მიკროპარაზიტების პირვანდელი მდგომარეობაც კი შემცირდება.