ბრიოში – არაჩვეულებრივად გემრიელი ფრანგული პური

2379

ბრიოში კვერცხითა და კარაქით გამდიდრებული ფრანგული პურია, რომელსაც ხშირად მიირთმევენ საუზმეზე ან წასახემსებლად, ხილითა და კრემით მომზადებული ბრიოში არაჩვეულებრივად გემრიელი დესერტია.

ინგრედიენტები: 

  • 30 გ ნედლი ან 7 გ მშრალი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 90 მლ თბილი რძე
  • 3 ფინჯანი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 დიდი კვერცხი, ათქვეფილი
  • 200 გ კარაქი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი და დარბილებული
  • კვერცხის მინანქარი:
  • 1 დიდი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზ რძესთან ერთად ათქვეფილი
  • ნაღების კრემი
  • 2 ფინჯანი ჟოლო

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 15 საათი ცომის დასვენებისა და აფუებისთვის.

ცხობა: 40 წუთი

დონე: 3

მომზადების წესი:

  1. პატარა ჯამში შეურიეთ საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და რძე. დადგით ასაფუებლად, 10 წუთი.
  2. დიდ ჯამში შეურიეთ ფქვილი, მორჩენილი შაქარი და მარილი.
  3. დაუმატეთ კვერცხი, რძე და საფუვრის ნაზავი.
  4. მიქსერით მოზილეთ ცომი, 8-10 წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა შეაზილეთ კარაქი, სანამ ცომი არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთი.
  5. ზელა სამზარეულოს ნიჩბით განაგრძეთ.
  6. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ. 15 წუთის ზელვის შემდეგ მიიღებთ რბილ და ელასტიკურ ცომს.
  7. ცომი დააგუნდავეთ, მოათავსეთ ზეთწასმულ თასში და 2-3 საათი აცადეთ აფუება, სანამ არ გაორმაგდება.
  8. გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და კიდევ 2-3 წუთი ზილეთ.
  9. დააბრუნეთ თასში და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.
  10. 1 ლ მოცულობის ბრიოშის ყალიბს წაუსვით კარაქი.
  11. ცომი ორ ნაწილად გაყავით – 3/4 და 1/4.
  12. დიდი ნაჭერი დააგუნდავეთ და ყალიბში მოათავსეთ. ცენტრში კარგად ჩააღრმავეთ.
  13. პატარა ნაჭერს კვერცხის ფორმა მიეცით და დიდი ნაჭრის შუაგულში, ღრმულში მოათავსეთ.
  14. დააფარეთ და აცადეთ აფუება, 90 წუთი.
  15. გააცხელეთ ელექტროღუმელი 220 გრადუსზე.
  16. ბრიოშს გადაუსვით კვერცხის მინანქარი და აცხვეთ 20 წუთი. დაუწიეთ ღუმელს 190 გრადუსამდე და აცხვეთ 15-20 წუთზე მეტი, სანამ ნამცხვრის ცენტრიდან ხის ჩხირს სუფთას და მშრალს არ ამოიღებთ.
  17. მზა ბრიოში გადაიტანეთ განიერ თეფშზე.
  18. მოაჭერით ზედა ნაწილი, ჩადეთ კრემი და მოაწყვეთ ჟოლო. ეს უკანასკნელი თქვენი სურვილისდამიხედვით.

გემრიელად მიირთვით!