ჟან ანთელმ ბრიია-სავარენი (1755-1826), ფრანგი ადვოკატი და პოლიტიკოსი, ცნობილი ეპიკურეელი და კულინარიის მწერალი გახლდათ. მისი ცნობილი ნაშრომია “გემოს ფიზიოლოგია”, რომელიც გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, 1825 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ამ საფუვრიან ნამცხვარს სახელი – სავარენი – მის პატივსაცემად ჰქვია.
ინგრედიენტები:
სავარენი:
- 90 მლ თბილი (დაახლოებით 43 გრადუსზე) რძე
- 15 გ ნედლი ან 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 ფინჯანი (300 გ) ფქვილი
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 4 დიდი კვერცხი, მსუბუქად ათქვეფილი
- 90 გ კარაქი, დარბილებული
ფორთოხლის ვაჟინი:
- 1 დიდი ფორთოხალი
- 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
- 250 გ შაქარი
- 1 ფინჯანი (250 მლ) რომი
სუფრაზე მისატანად:
- 100 გ მარწყვის ჯემი
- 1 სუფრის კოვზი რომი
- 1 ფინჯანი ახალი მარწყვი, შუაზე გაჭრილი
ულუფა: 6-8
მომზადება: 45 წუთი + 1 საათი და 30 წუთი ასაფუებლად
ცხობა: 35-40 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- სავარენი: პატარა ჯამში შეურიეთ რძე, საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი. დაახლოებით 10 წუთი გააჩერეთ, სანამ არ აფუვდება.
- ფქვილი და მარილი დიდ ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ საფუვრიანი მასა, კვერცხი, კარაქი და მორჩენილი შაქარი. თქვიფეთ, სანამ კარგად არ გაზავდება. მიქსერის სპეციალური საზელით მოზილეთ ცომი, 5 წუთი.
- ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და ხელით იმდენ ხანს ზილეთ, სანამ რბილი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 10 წუთი.
- ცომი სუფთა, ზეთწასმულ ჯამში მოათავსეთ და დააფარეთ თავზე, ან სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით. 1 საათი დატოვეთ, რომ გაფუვდეს.
- 25 სმ დიამეტრის სავარენის ყალიბს კარაქი წაუსვით. გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ. დააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და 30 წუთის განმავლობაში დატოვეთ, რომ კიდევ აფუვდეს.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
- აცხვეთ 35-40 წუთი ყალიბში გააგრილეთ.
- ფორთოხლის ვაჟინი: ფორთოხალს ბასრი დანით, თხელ ფენად ააჭერით კანი.
- წყალი, შაქარი და ფორთოხლის ცედრა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე აადუღეთ. ურიეთ გამუდმებით, სანამ შაქარი არ გადნება, დაახლოებით 8 წუთი.
- გადმოდგით ცეცხლიდან დიდ თეფშზე. ზემოდან ვაჟინი დაასხით და აცადეთ, რომ გაიჟღინთოს. კარგად გააგრილეთ.
- ჯემი და რომი დაბალ ცეცხლზე გაათბეთ. გადაუსვით სავარენს. მორთეთ მარწყვით.
გემრიელად მიირთვით!