ჟელატინის ტორტი ცხობის გარეშე ოლგა მატვეის რეცეპტით

328

ჟელატინის ტორტს 15 წუთში ვაკეთებ, გამოცხობა არ სჭირდება. ჩიზქეიქის გემო აქვს, მაგრამ გამოცხობა საჭირო არაა. საფუძვლად გამოგადგებათ ნებისმიერი ფხვიერი ორცხობილა, მაგალითად, შოკოლადის ორცხობილა. კაკალი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. ტორტი ოთახის ტემპერატურაზეც შეგიძლიათ შეინახოთ, თუმცა გირჩევთ, რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსოთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჟელატინის ტორტი ცხობის გარეშე. ამაში უკრაინელი მზარეულის ოლგა მატვეის რეცეპტი დაგვეხმარება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 100 გ ფხვიერი ორცხობილა
  • 100 გ კაკალი
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 50 გ კარაქი
  • 200 მლ ნაღები

მომზადების წესი:

1. ჟელატინს წყალი დაასხით და გააჩერეთ, რომ გასივება მოასწროს. 18 სმ, მაქსიმუმ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა გამოიყენეთ. ფორმის ძირში და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.

2. ორცხობილა და კაკალი ბლენდერით დააქუცმაცეთ და აურიეთ. რბილი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. თუ ერთგვაროვანი მასა საკმარისად წებოვანი არაა, ცოტა წყალი დაუმატეთ. 1,5 სუფრის კოვზი წყალი საკმარისია. მიღებული საფუძველი ფორმაში გადაიტანეთ. ჩაის კოვზით გვერდები გაუკეთეთ.

3. შესქელებული რძე და ნაღები (ან იოგურტი, არაჟანი, რძე) თასში ჩაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

4. ჟელატინი ქურაზე ან მიკროტალღურში გასადნობად გააცხელეთ, შემდეგ შესქელებული რძის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული ნარევი ფორმაში ჩაასხით. პარკი დააფარეთ და გამაგრებას დაელოდეთ. დაახლოებით 2–3 საათი სჭირდება. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ ან მაცივარში შეინახეთ.

5. ამის შემდეგ დესერტი ფორმიდან ამოიღეთ, ულუფებად დაჭერით და სტუმრებს ან ოჯახის წევრებს მიართვით. იმდენად გემრიელია, რომ სტუმრები რეცეპტს მოგთხოვენ.

ჟელატინის ტორტი საოცრად გემრიელია. ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. მაგალითად, ჟელატინის ნაცვლად აგარ–აგარი გამოიყენეთ, მაგრამ აგარ–აგართან მოხარშული შესქელებული რძე დაგჭირდებათ. ორცხობილის ნაცვლად ტკბილი გახუხული პური ქიშმიშთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახალი ვარიანტები გააკეთეთ და ნახეთ, რომელი უფრო მოგეწონებათ.