შვილიშვილი სტუმრად მოდის, უკვე ცომს ვზელ, რომ მისი საყვარელი ბარდის ღვეზელი შევწვა

377

შემწვარი ბარდის ღვეზელი ბავშვობიდან ჩემი ფავორიტი კერძია. ბებია სულ მიწვავს, როცა სტუმრად მივდივარ. მისი არომატული შიგთავსი და რბილი ცომი დაუვიწყარია. თან ბებია შიგთავსს ბლომად ამატებს, რომ ნოყიერი გამოვიდეს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბარდის ღვეზელი.

ცომის მოხარშული ნაწილი:

  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 250 მლ მდუღარე წყალი

ცომის ძირითადი ნაწილი:

  • 250 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა მშრალი ბარდა
  • 5 ჭიქა წყალი
  • 3 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბარდის მომზადებით დაიწყეთ. შეგიძლიათ წინა დღით მოხარშოთ. კარგად გარეცხეთ და მომზადებამდე მოხარშეთ. ჩალბობა და მარილის დამატება არ სჭირდება. მარილი მომზადების ბოლოს უნდა დაუმატოთ.

2. ხახვი დაჭერით და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. ბარდის პიურეს შემწვარი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა. გაცივება აცადეთ.

3. მოხარშული ცომი მოზილეთ. მოხარშული ცომის ნაწილისთვის შაქარი, მარილი, ზეთი და ფქვილი აურიეთ. მდუღარე წყალი დაასხით და აურიეთ. ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ.

4. საფუარი და თბილი წყალი აურიეთ. ცივ მოხარშულ ცომს საფუარიანი წყალი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ბოლოს ზეთი დაუმატეთ. ცომი ამოსასვლელად 20 წუთით გააჩერეთ.

5. ღვეზელები გააკეთეთ. ცომი 25-30 ნაწილად დაყავით და მათგან ბურთები გააკეთეთ. 10 წუთით გააჩერეთ. თითოეული ცომის ბურთი გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ და შეკარით. ღვეზელებს ფქვილი არ დაუმატოთ, ხელებზე ცოტა ზეთი წაისვით. ღვეზელები ზეთში შეწვათ. სუფრაზე პირდაპირ ტაფიდან შეგიძლიათ გაიტანოთ.

ნაზი და ფაფუკი ბარდის ღვეზელები მზადაა. თუ უფრო არომატული გსურთ იყოს, შიგთავსს კამა დაუმატეთ. ბარდის წყალობით ღვეზელები ძალიან ნოყიერი გამოდის. გემრიელად მიირთვით.