მხოლოდ ხილი და რძე! ზღაპრული დესერტი ცხობის გარეშე

4594

ბევრი დიასახლისი გვერდს უვლის რთულ დესერტებს, რომელთაც ღუმელში ცხობა სჭირდებათ. ეს რძიანი დესერტი ხილით წესიდან გამონაკლისია. მდიდრული დესერტი ცხობის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ. დესერტი მაცივარში უნდა გამაგრდეს. 1 საათში გემრიელი გემოთი შეგიძლიათ დატკბეთ.

როგორ მოვამზადოთ რძიანი დესერტი ხილით

ამ ხილის დესერტის მომზადებისას მარწყვის გამოყენებას გირჩევთ, რადგან მისი ფერი მზა ტკბილეულს იდეალურად უხდება. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ამ კენკრის ფასი იკბინება, ამიტომ მის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი კივი დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 5 მანდარინი
  • 2 ხურმა
  • 4 მარწყვი
  • 7 გ აგარ–აგარი
  • 200 გ შესქელებული რძე
  • 3 კივი
  • 1 ბანანი
  • 150 მლ რძე
  • 50 მლ წყალი
  • 350 გ იოგურტი

მომზადების წესი:

1. მანდარინს ქერქი მოაშორეთ. 3 მანდარინი შუაზე გაჭერით, დანარჩენი კბილებად დაყავით.

2. კივი გათალეთ. რგოლებად დაჭერით. მარწყვი გარეცხეთ და ფირფიტებად დაჭერით.

3. ხურმა კარგად გარეცხეთ. კანი მოაშორეთ, ამ მიზნით ბოსტნეულის საჭრელი გამოიყენეთ. 1 ხურმა კუბებად დაჭერით, მეორე – რგოლებად.

4. ბანანს ქერქი მოაშორეთ და საყელურივით დაჭერით.

5. ფორმის ძირში და გვერდებზე შუაზე გაჭრილი მანდარინი, ხურმის და კივის რგოლები, ცოტა ბანანი და მარწყვი ჩააწყვეთ.

6. აგარ–აგარი პატარა ქვაბში ჩაყარეთ. წყალი დაასხით. ცეცხლზე დადგით, აგარ–აგარის გახსნამდე კარგად აურიეთ.

7. რძე ჩაასხით. სათქვეფით აურიეთ. ნატურალური იოგურტი და შესქელებული რძე დაუმატეთ, მორევა არ შეწყვიტოთ.

8. რამდენიმე წუთით ხარშეთ, შემდეგ დაჭრილი ხილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ქურიდან გადმოდგით.

9. მიღებული ნარევი ფორმაში ჩაასხით. 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

მზა დესერტი ფორმიდან ამოიღეთ და ულუფებად დაჭერით. რძიანი დესერტი ფორმიდან ძალიან მარტივად ამოდის. ამაზე არ იდარდოთ.