ყურძენი და მისგან დამზადებული ტკბილი წვენი ანუ ბადაგი ქართული დესერტების მოსამზადებლად გამოიყენება. ფელამუში ბადაგისგან დამზადებული ტკბილეულის – თათარის – დასავლური, მსუბუქი და მომჟავო ვერსიაა.
მასალა:
- ბადაგი (ყურძნის წვენი, შესანახად მოდუღებული) – 1 ლ
- პურის ფქვილი – 100 გ
- სიმინდის ფქვილი – 100 გ
- გასაფრომებლად:
- ნიგოზი ან თხილი – 100 გრ
მომზადების წესი:
- ჩაყარეთ თასში სიმინდის ფქვილი, პურის ფქვილი და კარგად აურიეთ. ბადაგი შეათბეთ და დაახლოებით 1/4 დაასხით ამ ფქვილოვან მასას. ურიეთ ხელის სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ დარჩენილი ბადაგი და ისევ მოურიეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. გამუდმებით ურიეთ. კარგად შესქელების შემდეგ დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა, თან ამოზილეთ ხის კოვზით (შუშეთ 15-20 წუთს ).
- ცხელი ფელამუში გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან წვრილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი მოაყარეთ.