ხაჭოს ბლინები ოლგა მატვეის რეცეპტით. მდიდრული გემო და არომატი

429

თქვენც მიჩვეული ხართ, თხელი ბლინების რძეზე ან წყალზე მომზადებას? რა თქმა უნდა, გემრიელი გამოდის, მაგრამ შიგთავსს მოითხოვს. კლასიკური რეცეპტის ექსპერიმენტების მომხრე ვარ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხაჭოს ბლინები ოლგა მატვეის რეცეპტით. რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა!

ბლინებს კეფირზე დილით ვაცხობ, ხოლო ოჯახი სადილზე უკვე ამთავრებს. ბლინები ისედაც გემრიელია, შიგთავსი არ სჭირდება. ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ, რომ ურძეო ბლინები გლუვი და ერთგვაროვანი გამოვიდეს.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ბლინები კეფირზე

თუ ხაჭოს ბლინების მოსამზადებლად გამაფხვიერებელი არ გაქვთ, ჩვეულებრივი სოდით ჩაანაცვლეთ. ნახევარ ჩაის კოვზზე ნაკლები აიღეთ. ძმარში არ ჩააქროთ. გარდა ამისა, კეფირის ნაცვლად რძე და არაჟანი შეგიძლიათ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გ ხაჭო
  • 130 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 300 მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. ხაჭო, კვერცხი, გამაფხვიერებელი, შაქარი, კეფირი და ფქვილი აურიეთ. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მისაღებად დააბლენდერეთ.

2. ტაფაზე ცოტა მზესუმზირის ზეთი დაასხით. ბლინები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

ბლინები საშუალოზე დაბალ ცეცხლზე შეწვით, რომ გამოცხობა მოასწროს და არ დაიწვას. თხელ ბლინებს ზეთი უყვარს. ზეთი პირდაპირ ცომს დაუმატეთ ან ტაფას. რა თქმა უნდა, კარგი ტაფა დაგჭირდებათ.