კარამელიზებული ვაშლი დარიჩინით: დესერტის წვნიანი და ტკბილი შიგთავსი

380

დესერტის შიგთავსად მხოლოდ კარამელიზებულ ვაშლს ვამზადებ. ახალ, რბილ და წვნიან ვაშლზე უფრო გემრიელია. მხოლოდ 3 წუთი და 1 ტაფა დაგჭირდებათ. თუ ეს გემრიელობა ჯერ არ გიცდიათ, დღესვე მომზადებას გირჩევთ.

კარამელიზებული ვაშლი პეროგის, ღვეზელის და თხელი ბლინის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჟელატინის დამატებით ძალიან საინტერესო დესერტს მოამზადებთ. ასეთი საკონდიტრო ხრიკის გამოყენება კულინარიაში უსაზღვროა!

როგორ მოვამზადოთ კარამელიზებული ვაშლი დესერტისთვის

კარამელიზებული ვაშლის მომზადების ტექნოლოგია დაიმახსოვრეთ. იგივე მსხალზე, ატამზე, ანანასზე და სხვა ხილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. დესერტისთვის შესანიშნავი იდეაა!

ინგრედიენტები:

  • 2 ვაშლი
  • 30 გ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი

მომზადების წესი:

1. ვაშლი გათალეთ, შუაგული მოაშორეთ. თხელ ნაჭრებად დაჭერით.

2. შაქრის მესამედი მშრალ ტაფაზე გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ.

3. როცა შაქარი გადნება და ყავისფერი გახდება, მეორე მესამედი შაქარი დაუმატეთ. იმავე მეთოდით მოამზადეთ, შემდეგ დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და გაადნეთ, მორევა არ შეწყვიტოთ.

4. კარაქი, დაჭრილი ვაშლი და დარიჩინი დაუმატეთ. ინგრედიენტებს აურიეთ და 3-4 წუთით ჩაშუშეთ.

ახლა იცით, როგორ გააკეთოთ კარამელიზებული ვაშლი გემრიელი დესერტების მოსამზადებლად. მხოლოდ 3 ინგრედიენტი და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. კერძი ამ პატარა და სასარგებლო ხრიკის გამოყენებით გემრიელი, წვნიანი და არომატული გახდება.