საფუარის ცომი ჩვენი ცომეულის საფუძველია. ვერ წარმომიდგენია წვნიანი ახალგამომცხვარი ფუნთუშის გარეშე, ფინჯანი ჩაი გემრიელი პეროგის გარეშე. ბევრი დიასახლისი საფუარის ცომს დასვენების დღეებში ამზადებს. ასეთი ცომი დიდ დროს მოითხოვს: უნდა მოზილოთ, ამოსასვლელად გააჩეროთ, ჩაზილოთ, ფორმა მისცეთ და კვლავ დაელოდოთ.
ახალ ცომეულზე უარს ხომ ვერ ვიტყვით? გიამბობთ, როგორ მოამზადოთ 1 კვირის სამყოფი ცომი. შაბათს ან კვირას მოზილეთ, მაცივარში შეინახეთ და ფუნთუშები ან ღვეზელები ყოველდღე აცხვეთ. ცომი სწორი მომზადების შემთხვევაში 7 დღე არ ამჟავდება.
როგორ მოვამზადოთ უნივერსალური საფუარის ცომი, რომელიც 1 კვირა გეყოფათ
უნივერსალური ცომი ნებისმიერი სახის ცომეულს უხდება. გამაფხვიერებლის წყალობით მაცივარში უპრობლემოდ გაძლებს. უბრალოდ ყოველ სამ დღეში ჩაზილეთ, თუ არ იყენებთ.
ინგრედიენტები:
- 150 მლ წყალი
- 15 გ საფუარი
- 1 კვერცხი
- 650 გ ხორბლის ფქვილი
- 2 ს/კ შაქარი
- 200 მლ რძე
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
1. თბილ წყალს საფუარი და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ.
2. მარილი, დარჩენილი შაქარი, თბილი რძე, მზესუმზირის ზეთი და 1 კვერცხი დაუმატეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და ცომი მოზილეთ. ცომი კარაქწასმულ თასში გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ.
3. ცომი ჩაზილეთ და კარაქწასმულ კონტეინერში გადაიტანეთ. მაცივარში შეინახეთ.
ახალი საფუარი მშრალი საფუარით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ამ შემთხვევაში 3-ჯერ ნაკლები დაგჭირდებათ, მხოლოდ 5 გრამი. ასეთი უნივერსალური საფუარის ცომით ახალი ცომეული საუზმეზე შეგიძლიათ გამოაცხოთ. საფუარის ცომის მომზადების ყველა ეტაპზე დროის დახარჯვა არ მოგიწევთ.