დესერტი, რომელიც ტირამისუზე 1000-ჯერ გემრიელია. უკვე ყოველდღიურად ვამზადებ

1803

ეს დესერტი – ჩემი სისუსტეა! როდესაც ორგანიზმი ტკბილს მთხოვს, ამ მარტივ რეცეპტს ვიყენებ და თავს უგემრიელესი დესერტით ვიმხნევებ. ყველას გირჩევთ, ჩაინიშნოთ რეცეპტი და თავად ცადოთ უგემრიელესი ტორტის მომზადება, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ტორტი ორცხობილებისგან გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 250 მლ რძე
  • 250 მლ ნაღები
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 კვერცხის გული
  • ვანილი დანის წვერით
  • კაკაოს ან შოკოლადის ორცხობილები

ინგრედიენტები მინანქრისთვის: 

  • 6 ს.კ. რძე
  • 220 გრამი შაქრის პუდრი
  • 50 გრამი კარაქი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება: 

1. პირველ რიგში, მოვამზადოთ კრემი. რძისა და ნაღების ნახევარი შეურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ სახამებელი, შაქარი, ვანილი და კვერციხს გული. დარჩენილი რძე და ნაღები მიიყვანეთ დუღილამდე. ცხელი ნარევი მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ ნელ-ნელა წინა ნარევში. კარგად გადაურიეთ.

მზა მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და კვლავ მიიყვანეთ დუღილამდე. როდესაც კრემი შედედდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად.

2. საცხობი ფორმის ფსკერზე განათავსეთ ორცხობილები ერთმანეთის თანმიმიდევრობით, მიყოლებით.

3. ზემოდან წაუსვით ვანილის კრემის პირველი ფენა.

4. შემდეგი, მესამე ფენა კვლავ ორცხობილებისაა. შეგიძლიათ რეცეპტის გამრავალფეროვნება და ფენებს შორის ბანანის, არაქისის ან მცირეოდენი შედედებული რძის (სგუშონკის) დამატება.

5. ტორტი თითქმის მზად არის…

6. ბოლო ფენა ორცხობილების უნდა იყოს.

7. შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთში ყველა საჭირო ინგრედიენტი: რძე, შაქრის პუდრი, კაკაო, კარაქი და მარილი. მიქსერით კარგად ათქვიფეთ ეს მასა. შოკოლადის უგემრიელესი მინანქარი მზად არის!

8. მოასხით ის ზემოდან თქვენს ტორტს.

9. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, რეცეპტში რთული არაფერია. აუცილებლად გაუმასპინძლდი ამ ძალიან გემრიელი დესერტით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. განსაკუთრებით ის ფინჯან ყავას უხდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!