კარტოფილის ნიოკი ხახვით და ბეკონით. ნოყიერ კერძს ოჯახი სიამოვნებით მიირთმევს

476

კარტოფილის ნიოკი სწრაფი, გემრიელი, ნოყიერი და ეკონომიური კერძია, რომელიც დიდ კომპანიას ან ოჯახს დაანაყრებს. ოჯახის წევრები სიამოვნებით მიირთმევენ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ნოყიერი კარტოფილის ნიოკის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 120 გ ფქვილი
  • 2 ხახვი
  • 150 გ შებოლილი ბეკონი ან სალა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 120 გ ფქვილი

ნახარშის ინგრედიენტები:

  • 2-3 ლ წყალი ან ბულიონი
  • 1 დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, ოთხად გაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ. წყალი დაასხით და მარილი მოაყარეთ. კარტოფილი საშუალო ცეცხლზე მომზადებამდე ხარშეთ. დაახლოებით 15 წუთს დახარჯავთ.

2. ქვაბიდან წყალი გადაასხით. კარტოფილი პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. თასზე გადაიტანეთ. ცოტა გააგრილეთ, შემდეგ ათქვეფილი კვერცხი და ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ.

3. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი ერთ გუნდად შეკარით, შემდეგ 4 ნაწილად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ ან რულეტი გააკეთეთ. პირსახოცი დააფარეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.

4. სანამ ცომი გაჩერებულია, ბოსტნეული შეგიძლიათ შეწვათ. ხახვი გათალეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით. ბეკონი ან სალა პატარა ნაჭრებად დაჭერით. ეს ყველაფერი მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. აუცილებლობის შემთხვევაში მარილი და წიწაკა დაუმატეთ.

5. ბულიონი ქვაბში ჩაასხით. ნებისმიერი ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკა დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. სანამ ბულიონი მოიხარშება, კარტოფილის ცომი 2 სმ სისქის ძეხვივით გააბრტყელეთ. ცომი 2 სმ ნაჭრებად დაჭერით. ჩანგლით ან სახეხით ორივე მხრიდან დააჭირეთ ან დააგუნდავეთ, მაგრამ სჯობს ჩაღრმავებები გააკეთოთ, რომ სოუსი უკეთ შეიწოვოს.

6. ნიოკები ქვაბში ჩააწყვეთ, წინასწარ ცეცხლს დაუწიეთ. 2-3 წუთით პატარა პორციებად ხარშეთ. როცა ნიოკები ზემოთ ამოვა, ეს უკვე ნიშანია, რომ მზადაა.

7. ნიოკები კარაქთან და საყვარელ მწვანილთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ. ხახვი და ბეკონიც არ დაგავიწყდეთ. გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის ნიოკები კარგი მეთოდია, რომ დარჩენილი პიურე ან გამომცხვარი, მოხარშული კარტოფილი გამოიყენოთ. აუცილებელი არაა, რომ შემწვარ ხახვთან და ბეკონთან ერთად გაიტანოთ. ყველიანი ნიოკების მომზადება სცადეთ, ან პესტოს სოუსი, პომიდვრის სოუსი ან სოკო დაუმატეთ. სცადეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ და სიამოვნებით მიირთვით!