ჯანჯაფილის ცუკატები შინაურ პირობებში: მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შემდგარი საოცრად არომატული კამფეტები

1479

თუ “გასტრონომიას” მოღვაწეობას თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ ჩვენ ჯანსაღი დესერტების მომხრეები ვართ. დღევანდელი რეცეპტიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ჯანჯაფილის ცუკატები – როგორც მინიმუმ, საინტერესო და გემრიელია. და ის ფაქტი, რომ ეს ტკბილეულობა ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმს აახალგაზრდავებს, კიდევ უფრო ზრდის მის რეიტინგს.

აირჩიეთ ახალი, თხელკანიანი ჯანჯაფილი. ნუ დაჭრით ძირს ძალიან თხლად, რადგან გამოშრობის შემდეგ ის გამაგრდება.

ჯანჯაფილი შაქრით უკვე თავისთავად ძალიან გემრიელია, მაგრამ ნამცხვრებისა და კექსების პიკანტური დანამატის სახითაც შესანიშნავია.

ინგრედიენტები

  • 220 გრ ჯანჯაფილი
  • 150 მლ წყალი
  • 100 გრ შაქარი

მომზადება

1. გათალეთ და დაჭერით ჯანჯაფილი 0.3-0,5 მმ სისქის რგოლებად.

2. ჩაყარეთ თასში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გაავლეთ ცივი წყალი და დაწურეთ.

3. წყალში, რომელშიც ჯანჯაფილი მოიხარშა, დაუმატეთ შაქარი. მოურიეთ, სანამ კარგად გაიხსნება, შემდეგ ჩაყარეთ ჯანჯაფილი. ხარშეთ მინიმალურ ცეცხლზე 40 წუთი.

4. დაწურეთ ჯანჯაფილი. სიროფი ჩაასხით ქილაში. დაალაგეთ ჯანჯაფილი ქაღალდის პირსახოცზე და გამოაშრეთ. შედგით 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3-4 საათით ან დატოვეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში 2 დღე-ღამით.

შეინახეთ ცუკატები მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური. მანამდე ამოავლეთ შაქრის პუდრში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!