ხრაშუნა კარტოფილის პიცის რეცეპტი, რომელიც სახლში წამებში მზადდება

350

ღუმელში გამომცხვარი შინაურული პიცა სოსისით ნოყიერი და არომატული კერძია, რომელიც ყველას მოეწონება. მარტივად კეთდება და იცით, რატომ? ცომის მომზადება საჭირო არაა. საერთოდ, არც ერთი გრამი. როგორია პიცა ცომის გარეშე? Gastronomia.ge–ს რედაქცია უნიკალურ წასახემსებელს გთავაზობთ.

შინაურული პიცა სოსისით

პიცის ცომს პური ჩაანაცვლებს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამად ღირს. არ მოგიწევთ, რომ ცომის ამოსვლას დაელოდოთ და საჭირო სისქეზე გააბრტყელოთ. უბრალოდ 1 აგურის ფორმის პური შეიძინეთ და გემრიელი პიცა მოამზადეთ. მომზადებას 20 წუთი არ დასჭირდება. წასახემსებლად კარგი ვარიანტია, როცა სერიოზული კერძის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ.

კარტოფილის კუბები

კარტოფილი დანაყრებაში დაგეხმარებათ. რეცეპტში ბევრი კარტოფილია. ბეკონი, ძეხვი, მოხარშული ღორის ხორცი ან ნებისმიერი სხვა ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ქათმის ხორცი. აუცილებლად პატარა ნაჭრებად დაჭერით ან დაჩილეთ. უჩვეულო რეცეპტია, მაგრამ იმპროვიზაცია არავის აუკრძალავს.

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 მართკუთხედის ფორმის პური
  • 400 გ კარტოფილი
  • 2 ს/კ რძე
  • მარილი
  • წიწაკა
  • 80 გ ბეკონი ან სხვა ხორცი
  • 2 ს/კ კეტჩუპი
  • ხმელი ყველი
  • მწვანილი

მომზადების წესი:

1. პური ერთნაირი ზომის კუბებად დაჭერით. ამის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, წინასწარ პური მაცივარში შეინახეთ. თითოეული კუბიდან რბილობი ამოიღეთ.

2. ამ დროში კარტოფილის პიურე მოამზადეთ. კარტოფილი მოხარშეთ, რძე და სანელებლები დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში კარაქი და საყვარელი მწვანილი დაუმატეთ. ხმელი მწვანილიც გამოგადგებათ.

3. ხორცი და ყველი მოამზადეთ. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. გახეხილი ყველი თითოეული პიცის კუბს უნდა მოაყაროთ. ხორცი, ძეხვი, ბეკონი ან მოხარშული ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით, სანელებლები და კეტჩუპი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. თითოეული პურის კუბი კარგად ჩატუმბეთ, რომ მეტი შიგთავსი ჩაეტიოს. ამისთვის კოვზი პატარა სახელურით გამოიყენეთ. შიგთავსი ფენებად დააწყვეთ. ჯერ კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ზემოდან ყველი. კერძი 180 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ.

აი, პიცის ასეთი მარტივი რეცეპტი რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ინგრედიენტები შეგიძლიათ შეცვალოთ. თუ ბეკონის საყიდლად მაღაზიაში ვერ მიდიხართ, ძეხვით ჩაანაცვლეთ. პიცის კუბები შესაფერის სოუსთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ და ახალი მწვანილით გააფორმეთ.