2 მარტივი პროდუქტით მთელ თასს უგემრიელეს მაფინებს ვაცხობ

388

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ისეთ დესერტს, რომელსაც შეუმჩნევლად მოამზადებთ. რა შეიძლება იყოს კვერცხის გულსა და შაქრის შერევაზე მარტივი? ერთი პირობა: მინიმუმ 15 წუთით უნდა ათქვიფოთ. ამაზე ცომის მასაა დამოკიდებული.

საერთოდ, სასაცილოდ მარტივია. ამ რეცეპტის გამოცდას დაჟინებით გირჩევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ დრო კატასტროფულად არ გყოფნით. როგორც წესი, ჰაეროვან მაფინებს დილით ვაცხობ. სანამ ახლობლები კბილებს იხეხავენ, გემრიელი და ნოყიერი დესერტი მაგიდაზე ხვდებათ.

როგორ გავაფორმოთ ახალ გამომცხვარი მაფინები

ამაზე თავს დიდად არ ვიწუხებ, რადგან მაფინები სუფრიდან ისე ქრება, რომ გაცივებას ვერ ასწრებს. როცა დრო და შთაგონება მაქვს, შოკოლადის ჭიქურს ვაკეთებ. უკიდურეს შემთხვევაში შაქრის ფხვნილით ან ქოქოსის ფანტელებით ვაფორმებ.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 150 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. კვერცხის გული და ცილა ფრთხილად დააცალკევეთ.

2. სუფთა მშრალ თასში შაქარი ჩაყარეთ და კვერცხის გულები დაუმატეთ. მიქსერით 15 წუთით ათქვიფეთ.

3. სურვილისამებრ, ვანილი და დარიჩინი დაუმატეთ.

4. პატარა სილიკონის ფორმები მოამზადეთ და კოვზი მზა ცომი მოათავსეთ.

5. წინასწარ გახურებულ ღუმელში შედეთ. 100 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ.

როგორც კი, მაფინებს ღუმელიდან გამოიღებთ, შოკოლადის ჭიქურის მომზადება დაიწყეთ. 2 ს/კ კაკაო, 5 ს/კ შაქარი და 4 ს/კ რძე აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადეთ და ადუღების შემდეგ 20 გ კარაქი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და დესერტს მოასხით.