პურის ქარხნის ყოფილმა ტექნოლოგმა მასწავლა, როგორ გამოვაცხო საუკეთესო პური სახლში

742

თანამედროვე სამყაროში მოვლენები სწრაფად იცვლება. ბევრი რამ შეიძლება სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომი არ იყოს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ პური სწრაფად და გემრიელად სახლში. რომელი ინგრედიენტები დაგჭირდებათ? ყველაზე მეტად რომელი პურის ნაწარმი აქრობს შიმშილის გრძნობას?

გემრიელი პურის სწრაფად გამოცხობა

პირველ რიგში, ჩვეულებრივი პურის კვერი შეგიძლიათ გამოაცხოთ. მის შესაწვავად მარტივი ინგრედიენტების ნაკრები საკმარისია. თითოეული კომპონენტის აწონვა საჭირო არაა. უბრალოდ პროდუქტები „თვალით“ აიღეთ. ფქვილი და წყალი აურიეთ. უბრალო კვერისთვის საკმარისია. თუ კვერცხი, რძე, არაჟანი, კეფირი გაქვთ, ფქვილს შეგიძლიათ დაუმატოთ.

ცომს საშუალო კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ასეთი პური მცენარეულ ზეთში ან მის გარეშე დაბალ ცეცხლზე შეწვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცეცხლი ძალიან ძლიერი არ იყოს. ცომს შიგთავსი დაუმატეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ყველი, ძეხვი და მწვანილი იდეალური ვარიანტია. კვერი რბილი რომ გამოვიდეს, შეწვის შემდეგ ერთმანეთს დაადეთ და ზემოდან პირსახოცი დააფარეთ.

ნოყიერი ცომეული

როგორ მოვიქცეთ, თუ ცოტა ფქვილი გაქვთ, ხოლო კარტოფილი ბევრი? გამოდის, კარტოფილის პური უნდა გამოაცხოთ. მინიმუმი ინგრედიენტები დაგჭირდებათ, სამაგიეროდ დაგანაყრებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 კარტოფილი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 100 გ ფქვილი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი ქერქიანად შეგიძლიათ მოხარშოთ. შემდეგ გაასუფთავეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ ან მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მიღებულ პიურეს სანელებლები და მწვანილი დაუმატეთ, თუ გსურთ.
  2. კარტოფილის პიურეს 50 გრამი ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ახლა კარტოფილის ცომიდან ბურთები გააკეთეთ და თითოეული ფქვილში ამოავლეთ. საგორავით ბურთები გააბრტყელეთ ისე, რომ ბრტყელი ბლინები მიიღოთ.
  3. ასეთი ბლინები კარგად გახურებულ ტაფაზე შეწითლებამდე შეწვით. თუ არაჟანი ან რაიმე სოუსი გაქვთ, ერთგვარ კარტოფილის პურთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელი პური სწრაფად

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 400 გ ნებისმიერი რძემჟავე პროდუქტი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა

მომზადების წესი:

  1. ასეთი პური ღუმელში შეგიძლიათ გამოაცხოთ ან ტაფაზე შეწვათ. ღრმა თასში ფქვილი, სოდა და მარილი აურიეთ. კარგად აურიეთ, რომ სოდა თითოეულ გრამ ფქვილში მოხვდეს.
  2. მშრალ ნარევს რძემჟავე პროდუქტი დაასხით. თუ არ გაქვთ, უბრალო წყალი და ცოტა ძმარი გამოიყენეთ, რომ სოდა ჩააქროთ. კარგად აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
  3. მზა ცომი ცოტა ხნით აუცილებლად მოზილეთ. ფქვილმოყრილ მაგიდაზე მოზილეთ. 200 გრადუსზე 40-45 წუთით აცხვეთ.
  4. ტაფაზე შესაწვავად ცომი პატარა ბურთებად დაყავით და საგორავით ისე გააბრტყელეთ, რომ ცომი მაქსიმუმ 1 სმ სისქის იყოს. კვერები ცოტა ზეთში და თავსახურ დახურულ ტაფაზე შეწითლებამდე შეწვით.

ასეთი მარტივი რეცეპტები დიასახლისებს დაეხმარება. აცხობთ პურს სახლში თუ მხოლოდ მაღაზიაში ყიდულობთ? გაგვიზიარეთ თქვენი საფირმო რეცეპტები.