ნაცნობმა მასწავლა, როგორ მოვამზადო ფუნჩულა სწრაფად ხელის დასვრის გარეშე

1738

ცომთან მუშაობა რთული, მაგრამ ხშირად სასიამოვნოა. ერთადერთი მინუსი – ბინძური ხელები. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებთ. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ: სუფთა სამზარეულო თუ სწრაფი რეაქცია. სწორედ ამიტომ, ვაფასებ რეცეპტებს, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში ხელებს არ სვრის. მაგალითად, საფუარის ცომს ფუნჩულებისთვის პირდაპირ პარკში ვამზადებ.

მაქსიმალურად მოსახერხებელი რომ იყოს შესაკრავი პარკი გამოიყენეთ. მასში ცომის მოზელას შეძლებთ. ფუნჩულას ფორმირებაც უჩვეულოა, მაგრამ შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. სხვათა შორის, ნაწარმს ნეიტრალური გემო აქვს. თავად გადაწყვიტეთ, ტკბილს გააკეთებთ თუ მარილიანს.

საფუარის ცომი ფუნჩულებისთვის

დღეს გადავწყვიტე, რომ ოჯახი დესერტით გავახარო. მინი ფუნჩულებს შაქრის ფხვნილში ვავლებ და შოკოლადს ვასხამ.

ინგრედიენტები:

  • 240 გ ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 300-350 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი
  • 300 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 3-4 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. შესაკრავ პარკში საფუარი და მარილი ჩაყარეთ, თბილი წყალი დაასხით და ოდნავ შეანჟღრიეთ, რომ საფუარი გაიხსნას. ფქვილი დაუმატეთ და ცომი კარგად მოზილეთ.

2. პარკი შეკარით, პირსახოცი დააფარეთ და 40-45 წუთით გააჩერეთ. როცა ცომი ამოვა, პარკის ძირს მოაშორეთ და ორი პატარა სამკუთხედის ფორმის ნახვრეტი გამოჭერით.

3. სქელძირიან ქვაბში ბევრი ზეთი ჩაასხით და კარგად გააცხელეთ. პარკს ოდნავ ხელი მოუჭირეთ, ცომის ბურთები ნახვრეტებში გამოვა და ჩანგლით, ხის ჩხირით ან დანით მოწყვიტეთ.

4. ფუნჩულები ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით. ქაფქირით მუდმივად აურიეთ. მზა ბურთები ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ.

5. პარკში შაქრის ფხვნილი და დარიჩინი ჩაყარეთ და აურიეთ. ახლა მასში ცომის ბურთები ჩადეთ. პარკი შეკარით და შეანჟღრიეთ. ფუნჩულები თეფშზე გადაიტანეთ და გამდნარი შოკოლადი მოასხით.

ფუნჩულები შეგიძლიათ ორ თეფშზე დააწყოთ: ერთ ნაწილს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, მეორეს ნიორი. ცომეული მეორე დღესაც გემრიელია, მართალია, ხრაშუნა აღარ არის. სწრაფი და პრაქტიკული რეცეპტია, ამიტომ აუცილებლად შეინახეთ!