ამერიკული ფენქეიქები: ბიუჯეტური რეცეპტი რძის და კეფირის გარეშე

617

ოლადებთან და კლასიკურ ბლინებთან ერთად ამერიკულმა ფენქეიქებმა ჩემი შვილების გული სწრაფად დაიპყრო. უფრო სასურველ საუზმეს ვერც მოიფიქრებთ, ამიტომ რეცეპტის სწავლა მომიწია. სამწუხაროდ, ასეთ ბლინებს ხშირად არ ვაცხობ. ხან გამაფხვიერებელი არ მაქვს, ხან სხვა ინგრედიენტი მაკლია. ახლა ფენქეიქი შემიძლია ურძეოდ დავაცხო.

ბლინები რძის გარეშე გარეგნულად კლასიკური ფენქეიქებისგან არ განსხვავდება. ტაფაზე ჩვეულებრივ იბუშტება და ზომაში იზრდება. თუ ნეკერჩხლის სიროფს მოასხამთ, სხვაობას ვერავინ შეამჩნევს.

როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ფენქეიქები ურძეოდ

ყველაფერი ცხადია. თუ მაცივარში რძე ვერ იპოვეთ, წყალზე მოამზადეთ. ნაზი გემო და ტექსტურა რომ შეინარჩუნოს, მითითებული პროპორციები დაიცავით. Gastronomia.ge-ს რედაქცია გამოცდილ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 355 მლ წყალი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • 8 მლ ვანილის ექსტრაქტი
  • 120 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 30 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით. მცენარეული ზეთი, კვერცხი და ვანილი დაუმატეთ. სხვა ჭურჭელში ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.

2. მშრალი ნარევი თხევადს დაუმატეთ. ახლა სათქვეფით აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. პატარა გოროხები რამდენიმე წუთში გაქრება.

3. ტაფა გააცხელეთ და კარაქი წაუსვით. ფენქეიქები საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან 2-3 წუთით აცხვეთ. როგორც კი, ბუშტებს დაინახავთ, გადააბრუნეთ.

ამ ბლინებს რაიმე განსაკუთრებული არ სჭირდება. ნეკერჩხლის ან შოკოლადის სიროფი შეგიძლიათ მოასხათ. ვფიქრობთ, რომ არაჟანი ყველაზე მეტად უხდება, მაგრამ ეს უკვე გემოვნების საკითხია.