ასე გემრიელი ორცხობილა არასდროს გამომსვლია. მხოლოდ 4 ინგრედიენტი და 30 წუთია საჭირო

3287

თუ ცხობა გეხერხებათ და გსურთ, გაანებივროთ საკუთარი თავი ან ოჯახის წევრები ძალიან გემრიელი ორცხობილებით, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. დაგჭირდებათ მხოლოდ 4 მარტივი და იაფი ინგრედიენტი, რომელიც დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში. ამ რეცეპთით მომზადებული ორცხობილები ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და არომატული გამოდის! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღუმელთან ვერ მეგობრობთ, ხრაშუნა ორცხობილების დამზადების ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ თავი პროფესიონალი მცხობელი გეგონებათ.

ორცხობილები კვერცხის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი კარაქი
  • 1 ჭიქა მანის ბურღული
  • 3/4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება: 

1. დატოვეთ კარაქი ოთახის ტემპერატურამდე და დაელოდეთ მის სათანადოდ დარბილებას. დარბილებულ კარაქში ჩაამატეთ მანის ბურღული, მარილი და კარგად გადაურიეთ. ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, სხვა ინგრედიენტების რაოდენობასთან შეფარდებით, მართლაც რომ ცოტაა. თუ მლაშე საჭმელების მოყვარული ხართ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაზარდოთ მარილის რაოდენობა.

2. ზილეთ კარგად, რათა მარილი თანაბრად განაწილდეს. მიღებულ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ხორბლის ფქვილი და შეუდექით ცომის ამოყვანას.

3. პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და გააბრტყელეთ მასზე მზა ცომი (სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სმ-ს). ქაღალდთან ერთად გადადეთ ის საცხობ ფორმაზე და დაჭერით თანაბარი ზომის კვადრატებად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მისცეთ ორცხობილებს ნებისმიერი ფორმა.

4. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით. უგემრიელესი ორცხობილები მზად არის.

თუ გსურთ, ორცხობილები ტკბილი იყოს, გააკეთეთ პატარა გადახვევა რეცეპტიდან. გამდნარ კარაქში ჯერ გახსენით 1 ჭიქა შაქარი და შემდეგ იმოქმედედ რეცეპტის მიხედვით. შეგიძლიათ მარილიან ცომში მცირეოდენი პარმეზანის დამატებაც – კერძი, რომელსაც შედეგად მიიღებთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს გემრიელი ორცხობილებით. არ დაგავიწდყეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!