ებრაელები ყველაფერს ნელა, ცივი გონებით აკეთებენ. თუ საქმე კულინარიას ეხება, ზოგჯერ შეგიძლიათ რაღაც საინტერესო მოამზადოთ, ოღონდ ისე, რომ ყველა ინგრედიენტი უკვალოდ გამოიყენოთ. მაგალითად, ბევრმა იცის, როგორ მოამზადოს ფორშმაკი. მაგრამ ისე, რომ ვარდისფერი და ახალი არომატით – სხვა საქმეა.
Gastronomia.ge-ს რედაქცია ფორშმაკის მომზადებას გასწავლით. რატომ არ მოვამზადოთ გემრიელი წასასმელი სავახშმოდ? მით უფრო, ცოტა დროს წაგართმევთ. მხოლოდ ბლენდერის გარეცხვა მოგიწევთ. ეს დიდი უბედურება არაა. სამაგიეროდ, მთელი ოჯახი მოულოდნელი და სასიამოვნო ვახშმობით აღფრთოვანებული დარჩება. ხრაშუნა პურთან ერთად საოცარ დუეტს ქმნის!
ინგრედიენტები:
- 500 გ ნაკლებად მარილიანი ქაშაყი
- ხახვი
- ჭარხალი
- 50 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 1 ს/კ მაიონეზი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, მინი ექსკურსია ქაშაყის შესახებ. თევზის ტანი ამოზნექილი მუცლით და სწორი ზურგით – გოგოა. მას გემრიელი ხიზილალა აქვს. სწორი მუცელი და მოხრილი ზურგი ბიჭებში გვხდება. მას აქვს რძე და ცხიმიანი, მდიდარი ფილე. სწორედ ეს გვჭირდება. თევზი გაჭერით ისე, რომ ფილეზე ძვალი არ დარჩეს. თავი არ გჭირდებათ.
2. კვერცხი და პატარა ჭარხალი მოხარშეთ. გირჩევთ, რომ ჭარხალი გამოაცხოთ, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს ასეთი პატარა რაოდენობისთვის ღუმელთან თამაში ეზარება. არადა ასე უფრო გემრიელია. მოხარშული კვერცხი გახეხეთ. ჭარხალიც გახეხეთ, შემდეგ გაწურეთ და ზედმეტი წვენი მოაშორეთ. ეს ინგრედიენტები ფორშმაკს სასიამოვნო ტექსტურას მიანიჭებენ.
3. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომ ადვილად დააბლენდეროთ. ქაშაყიც აქვე მოათავსეთ. კარგად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
4. ქაშაყი–ხახვის მასა, კვერცხის და ჭარხლის ნარევი ერთ თასში მოათავსეთ. მაიონეზი და რბილი კარაქი დაუმატეთ და კოვზით ფრთხილად აურიეთ. რბილი პაშტეტი საინტერესო ტექსტურით და ფერით გვჭირდება. ფორშმაკი მწვანილის ტოტებით შეგიძლიათ გააფორმოთ. რატომაც არა, კერძის სილამაზეც მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, ფორშმაკი კოვზით ან ჩანგლით არ იჭმება. პურს ან გახუხულ ტოსტს წაუსვით. თუ ტოსტერი არ გაქვთ, დაჭრილ პურს 1 კბილი ნიორი წაუსვით და ტაფაზე გემრიელი ქერქის მიღებამდე შეწვით. თავად ტაფას დაჭრილი ნიორი დაუმატეთ, რომ ზეთმაც მისი არომატი შეიწოვოს.
რით განსხვავდება კლასიკური რეცეპტისგან? ფერის შეცვლა უკვე სტუმრების მოპატიჟების მიზეზს გაძლევთ. ასეთი საინტერესო კერძი მოეწონებათ. თან გემო ნამდვილად უკეთესობისკენ იცვლება. ქურქის სალათში მსგავს კომბინაციას ტყუილად არ იყენებენ.