ვამზადებთ შინაურულ შოკოლადის კანფეტებს მხოლოდ 10 წუთში

2380

„როგორ მოვამზადო შოკოლადი სახლის პირობებში? მსურს ისეთი გემრიელი და უსაფრთხო იყოს, როგორც ბავშვობაში: ქიმიური ნივთიერებების და პალმის ზეთის გარეშე!“ – ვკითხე ჩემ მეგობარ ანას. ანა 3 წლის წინ ხელნაკეთი კანფეტებით ძალიან დაინტერესებული იყო, ახლა თავისი პატარა მაღაზია აქვს. ანიმ რამდენიმე რეცეპტი გამიზიარა და ახლა ტკბილეულს აღარ ვყიდულობ. შოკოლადს თავად ვაკეთებ და საინტერესო შიგთავსებს ვუმატებ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ შინაურული შოკოლადის მომზადების 2 მეთოდს. მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ.

როგორ გავაკეთოთ შოკოლადი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს/კ რძე

მომზადების წესი:

1. რძე ქვაბში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ. კაკაო და შაქარი დაუმატეთ.

2. წყლის ორთქლზე კარაქი გაადნეთ და რძის და კაკაოს ნარევს დაუმატეთ.

3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. პერიოდულად აურიეთ.

4. შოკოლადი ფორმებში ჩაასხით და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება აცადეთ. შემდეგ მაცივარში შოკოლადის გამაგრებამდე შეინახეთ.

ასე არა მხოლოდ შოკოლადის ფილების, არამედ შოკოლადის კანფეტების მომზადებაც შეიძლება. მრავალფეროვნებისთვის შოკოლადს დაუმატეთ სეზამი, კაკალი ან ჩირი გემოვნებით.

შინაურული შოკოლადი

ინგრედიენტები:

  • 5 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 6-8 ს/კ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 5 ს/კ რძე
  • 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი ვანილის შაქარი
  • დაქუცმაცებული თხილი

მომზადების წესი:

1. ქვაბში შაქარი და კაკაო აურიეთ. სუფრის კოვზი რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დარჩენილი რძე დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ.

2. ადუღების შემდეგ კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. სუსტ ცეცხლზე ადუღება აცადეთ. მომავალი შოკოლადი ცეცხლიდან გადმოდგით, გაცრილი ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და კვლავ ცეცხლზე დადგით ადუღებამდე.

3. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, შოკოლადის მასას მწიკვი ვანილი დაუმატეთ და აურიეთ. ოდნავ გაგრილება აცადეთ.

4. ყინულის ფორმებს ცოტა ზეთი წაუსვით, შემდეგ შოკოლადი ჩაასხით. ცოტა დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ. შოკოლადის ფორმები მაცივარში სრულ გამაგრებამდე შეინახეთ.

მაღაზიაში ნაყიდ შოკოლადში შაქარი დომინირებს, ხშირად შაქარი პროდუქტების სიაში პირველ ადგილზეა. ის კაკაოს გემოსაც ფარავს. ესაა რაფინირებული შაქარი შოკოლადის არომატით და არა პირიქით.

ახლა იცით, როგორ მოამზადოთ შოკოლადი სახლის პირობებში. მაღაზიაში ნაყიდი შოკოლადისგან განსხვავებით თქვენ მიერ მომზადებულ შოკოლადში კონსერვანტები არ შედის. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები და სიყვარული, რომლითაც ტკბილეულს ამზადებთ!