ბოშამ მურაბა გაყინა, რომ მთელი ოჯახი მაკდონალდსის მსგავსი გემრიელი ღვეზელით დაენაყრებინა

477

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მურაბიანი ღვეზელი მოხარშული ცომით. ასე ისეთ ღვეზელს მიიღებთ, როგორსაც მაკდონალდში ყიდულობთ. მთავარია, პატარა ხრიკები იცოდეთ.

ინგრედიენტები:

  • 300-350 გრ გარგარის მურაბა
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 300 გრ ფქვილი
  • 180 მლ მდუღარე წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, მურაბა გაყინეთ. საქმე იმაშია, რომ თუ ცომს თხევად მურაბას პირდაპირ დაუმატებთ, ღვეზელის გაკეთება გაგიჭირდებათ. გაყინული მურაბა შეწვისას გადნება და მზა კერძის გემოზე გავლენას არ მოახდენს. ერთჯერადი პარკები მოამზადეთ და თითოეულში 4 ს/კ მურაბა ჩადეთ. პარკები რულეტივით დაახვიეთ და 20-30 წუთით გაყინეთ.

2. ფქვილი, მცენარეული ზეთი და მარილი მოამზადეთ. მარილი 180 მლ მდუღარე წყალში გააზავეთ.

3. წყალი დაუმატეთ და კოვზით აურიეთ. ზეთი დაუმატეთ და რბილი ელასტიური ცომი მოზილეთ.

4. ცომი დაამრგვალეთ და 10-15 წუთით გააჩერეთ.

5. ტაფაზე 200 მლ ზეთი გააცხელეთ.

6. ცომი 2-3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.

7. ფირფიტა ხელისგულის სიგანის ზოლებად დაჭერით.

8. მურაბა საყინულიდან გამოიღეთ და თითოეული 4 ნაწილად გაყავით.

9. თითოეულ ცომის ზოლს 3 ნაჭერი გაყინული მურაბა დაუმატეთ.

10. ცომის კუთხეები შეკარით და ნაჭრებად დაჭერით.

11. ღვეზელი ცხელ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება (დაახლოებით 40-60 წამით).

მზა ღვეზელი ჯერ ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოაშოროთ. ახლა შეგიძლიათ მაგიდაზე გაიტანოთ. ასეთი შინაურული ღვეზელი ცხელ ჩაის ან ყავას უხდება.

გემრიელად მიირთვით!