კლასიკური ბრიტანული ბისკვიტი და რას ამზადებენ მისგან საუკუნეების განმავლობაში

559

როგორც ადგილობრივი ბრიტანელების ზნე–ჩვეულებები, ასევე მათი სამზარეულო ძალიან მკაცრი და პრაქტიკულია. ადგილობრივები სეზონური პროდუქტებისგან კერძების მომზადებას უპირატესობას ანიჭებენ, კერძის ნოყიერებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე გარეგნობას. სამეფო დესერტები გამონაკლისი არაა. მაგალითად, დედოფალ ვიქტორიას ბისკვიტის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს.

ლეგენდის თანახმად, დედოფალი ვიქტორია დიდგვაროვან ქალებს ბაღში ჩაის სმისას ამ ტორტით უმასპინძლდებოდა. გამოდის, თავის მზარეულებს დიდად არ ტვირთავდა. და მაინც, მარტივი დესერტი წლების განმავლობაში ლეგენდად იქცა. გირჩევთ დედოფალ ვიქტორიას ბისკვიტი უახლოესი ჩაის სმისთვის მოამზადოთ. ძალიან სიმბოლურია!

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 250 გრ კარაქი
  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 8 გრ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • 500 გრ მარწყვი
  • 400 გრ შაქრის ფხვნილი
  • 3 გრ აგარ–აგარი
  • 25 გრ ლიმონის წვენი
  • 400 მლ ნაღები

მომზადების წესი:

1. მომზადების დაწყებამდე 1 საათით ადრე კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ. როცა დარბილდება და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, შაქარი მოაყარეთ. 5 წუთით მიქსერით ათქვიფეთ.

2. კრემიანი მასის მიღებისას კვერცხი დაუმატეთ. კვლავ ათქვიფეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე გაცერით. ნაწილ–ნაწილ კვერცხი–კარაქის ნარევს დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ.

3. მასას ვანილის ექსტრაქტი და ლიმონის ცედრა დაუმატეთ და აურიეთ. სქელი, მაგრამ რბილი და ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ. ფორმაში ჩაასხით.

4. ფორმა წინასწარ მოამზადეთ. მაქსიმუმ 20 სმ დიამეტრის უნდა იყოს, მაგრამ მაღალი კედლებით. პერგამენტი დააფარეთ, კედლებს კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. როგორც კი, შეწითლდება, მზაობა კბილის ან ხის ჩხირით შეამოწმეთ.

6. მზა ბისკვიტი ღუმელიდან გამოიღეთ, გასაგრილებლად გისოსზე 5 წუთით გააჩერეთ. ბისკვიტი სჯობს გადაბრუნებული გააგრილოთ, რომ დამახასიათებელი გუმბათი მოიშოროთ.

7. სანამ ბისკვიტი გრილდება, ჯემი მოამზადეთ. აგარ–აგარი ცოტა წყალში ჩაალბეთ, 20 წუთით გააჩერეთ. ამ დროში გარეცხილი მარწყვი პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ.

8. კენკრას 300 გრ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ. 5 წუთით ხარშეთ, ქაფი მოხადეთ. გასივებული აგარ–აგარი ადუღებამდე მიიყვანეთ, დაუყონებლივ ცეცხლიდან გადმოდგით.

9. მარწყვის მურაბი, აგარ–აგარი და ლიმონის წვენი აურიეთ. კიდევ ერთი წუთით ხარშეთ. მასა გააგრილეთ. დაგჭირდებათ მხოლოდ 4-5 კოვზი ჯემი. დანარჩენი მაცივარში შეინახეთ.

10. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. მუჭა მარწყვი დაჭერით და მარწყვის ჯემი აურიეთ. შიგთავსი მზადაა. ახლა კრემი მოამზადეთ.

11. გაგრილებული ნაღები 33-38% ცხიმიანობით თასში გადაიტანეთ, 100 გრ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. მაღალ სიჩქარეზე მიქსერით მყარი პიკის მიღებამდე ათქვიფეთ.

12. კრემი 5 წუთში მზად იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაღები ზედმეტად არ ათქვიფოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფუჭებთ. კლასიკური ტორტი 2 ბისკვიტის ფენისგან შედგება, მაგრამ შეგიძლიათ 3 ან 4 ფენა გააკეთოთ.

13. ბისკვიტი ძაფით შუაზე გაჭერით. ჯერ ბისკვიტის ქვედა ფენას მარწყვის ჯემი წაუსვით, შემდეგ ნაღები. ბისკვიტის მეორე ფენა დააფარეთ. მზადაა!

დედოფალ ვიქტორიას ბისკვიტს გაჟღენთვა არ სჭირდება, ამიტომ იმწამსვე შეგიძლიათ გემოვნებით მორთოთ და მაგიდაზე გაიტანოთ. ბრტყელი ტექსტურის წყალობით შიგთავსი სტაბილური გამოდის. ბისკვიტი ჰაეროვანი, რბილი და ზომიერად სველია. ათქვეფილი ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ ყველიანი კრემი გამოიყენოთ. მოამზადეთ და შედეგები გაგვიზიარეთ!