ვამზადებთ შოკოლადის ტორტს „პელე“: შესანიშნავი დესერტი სადღესასწაულო სუფრაზე

779

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შოკოლადის ტორტის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრას, არამედ შინაურულ ჩაის სმას დაამშვენებს.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა შაქარი
  • 50 გრ კაკაო
  • 5 კვერცხი
  • ¾ შეკვრა კარაქი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1,5 ჩ/კ სოდა
  • დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი
  • 700 მლ კეფირი
  • ნებისმიერი ხილის ლიქიორი ან სიროფი

კრემის ინგრედიენტები:

  • 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 1 შეკვრა კარაქი

მომზადების წესი:

  1. 3 ჭიქა შაქარი და 1 შეკვრა კაკაო აურიეთ, 5 კვერცხი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. კარაქი გაადნეთ და თბილი (არა ცხელი!) კარაქი შოკოლადის ნარევს დაასხით, აურიეთ.
  3. ვანილის შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და კეფირი დაასხით.
  4. 1,5 ჩ/კ სოდა ძმარში ჩააქრეთ და იმწამსვე ცომს დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ.
  5. დაუყონებლივ ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  6. ოლადების ან სქელი არაჟნის მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ. თუ ფქვილი არ გეყოფათ, ცოტ–ცოტა დაუმატეთ.
  7. საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ და ზეთი წაუსვით. 10 დიდი სუფრის კოვზი ცომი ჩაასხით.
  8. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. კბილის ჩხირით მზაობა შეამოწმეთ (ცენტრში კბილის ჩხირი ჩაარჭეთ. თუ კბილის ჩხირი მშრალია, ბისკვიტი მზადაა).
  9. ამ მეთოდით ბისკვიტის ყველა ფენა გამოაცხვეთ და მთლიანად გააგრილეთ, შემდეგ ლიქიორით ან სიროფით გაჟღინთეთ.
  10. კრემისთვის კარაქი შესქელებულ რძესთან ერთად ათქვიფეთ (შესქელებული რძე სუფრის კოვზობით დაუმატეთ – ყოველი დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ). მთლიანად შესქელებული რძე არ დაუმატოთ, რადგან კრემი თხევადი გამოვა.
  11. როგორც კი, ყველა ბისკვიტის ფენა გაგრილდება, თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და ტორტი ააწყვეთ.
  12. ერთი ფენა გასაფორმებლად დატოვეთ და დაფშვენით. ასევე შეგიძლიათ კრემის წასმამდე თითოეულ ფენას კუთხეები ჩამოაჭრათ და დაფშვნათ.
  13. ტორტს ზემოდან და გვერდებზე ნაფშვენი მოაყარეთ.
  14. მაცივარში მინიმუმ 4 საათით, უმჯობესია მთელი ღამე გააჩეროთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!