რბილი და ჰაეროვანი პეროგი ნაზი ხაჭოს შიგთავსით შეუდარებელი გამოდის. ჩაიზე მისაყოლებლად და სტუმრების გასამასპინძლებლად იდეალურია. ძალიან მარტივად მზადდება, ხაჭოს შეგიძლიათ ნებისმიერი შემავსებელი დაუმატოთ.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 80 გრ შაქარი
- 200 გრ არაჟანი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 180 გრ ფქვილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 350 გრ ცხიმიანი ხაჭო
- 80 გრ შაქარი
- ვანილი
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ მანანის ბურღული
- გარგარი ან სხვა შემავსებელი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი აურიეთ და აფუებამდე ათქვიფეთ. არაჟანი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ, ათქვიფეთ. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
- ხაჭო სხვა ინგრედიენტებს აურიეთ.
- ნებისმიერი ცხიმიანობის ხაჭო აიღეთ. მზა ტკბილი ხაჭოს მასა ჩირის ნაჭრებით გამოგადგებათ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით.
- ცომში შიგთავსი ფრთხილად დაუმატეთ. სასურველია, შუაგულში ჩაუმატოთ. ზემოდან გარგარის ნაჭრები ან სხვა კენკრა გემოვნებით მოაყარეთ.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთით აცხვეთ.
- პეროგი სჯობს ფორმაში ცოტა გააგრილოთ, შემდეგ გისოსზე გადაიტანეთ და სრულად გააგრილეთ. პეროგი წვნიანი და არომატულია.
- ძალიან ორიგინალური პეროგი გამოგივათ, თუ ხაჭოს ლიმონის ცედრას დაუმატებთ.
გემრიელად მიირთვით!