ტორტი „მამაკაცის იდეალი“: იდეალური დესერტი სადღესასწაულო სუფრისთვის

729

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტორტის ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც თქვენ და თქვენს სტუმრებს, განსაკუთრებით მამაკაცებს მოეწონებათ. ორი სახის კრემი ერთმანეთს იდეალურად ავსებს და სასიამოვნო გემოს ტოვებს.

ტორტის მოსამზადებლად სჯობს ნიგოზი გამოიყენოთ, თუმცა სხვა კაკალიც წავა.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა თაფლი (მთლიანად ან ნაწილობრივ სიროფით ან მურაბით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ სოდა

პირველი კრემის ინგრედიენტები:

  • 1 ქილა (380 გრ) მოხარშული შესქელებული რძე
  • 1 ჭიქა გასუფთავებული ნიგოზი. კაკალი გააშრეთ და არც თუ ძალიან წვრილად დაჭერით.
  • 250 გრ რბილი კარაქი

მეორე კრემის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა გასუფთავებული ნიგოზი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. თასში ყველა კვერცხი ჩატეხეთ. შაქარი დაუმატეთ და სათქვეფით ათქვიფეთ. თაფლი (სიროფი) დაუმატეთ.
  2. ფქვილი გაცერით და სოდა კარგად აურიეთ. კვერცხის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მზა მასა 4 ნაწილად გაყავით და წრიულად ან ოვალურად გააბრტყელეთ. მზა ცომის ფენები მორიგეობით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ.
  4. პირველი კრემი აიღეთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი და შესქელებული რძე მიქსერით ათქვიფეთ.
  5. კაკალი ცოტა მოხალეთ და კრემს დაუმატეთ. სუფრის კოვზით აურიეთ.
  6. ახლა მეორე კრემი მოხარშეთ. რძე და ფქვილი აურიეთ, გოროხებს თავი აარიდეთ და ცეცხლზე დადგით. სასურველია ხის ნიჩბით ან კოვზით აურიოთ.
  7. როცა მასა გასქელდება, გამორთეთ და გააცივეთ. თბილ კრემს შაქარი დაუმატეთ და სრულ გახსნამდე აურიეთ.
  8. ახლა კარაქი დაუმატეთ და მიქსერით ფუმფულა მასის მიღებამდე ათქვიფეთ. კაკალი დაუმატეთ და მზა კრემს აურიეთ.
  9. ტორტი ააწყვეთ. მორიგეობით კრემი შეცვალეთ და ფენებს წაუსვით. ფენები ერთმანეთს დაადეთ. ტორტი ზემოდან წვრილად გახეხილი ან დაჭრილი შოკოლადით და კაკლით გააფორმეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!