სახლში გამომცხვარი ბელიაში წვნიანი შიგთავსით და რბილი, ჰაეროვანი ცომით

614

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სახლში გამომცხვარ გემრიელ ბელიაშს წვნიანი შიგთავსით, რბილი და ჰაეროვანი ცომით და მოწითალო ხრაშუნა ქერქით. ამ რეცეპტში მითითებული ინგრედიენტებით სულ 8-10 ბალიაში გამოგივათ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 3,5 ჭიქა ფქვილი
  • 3 ჩ/კ მშრალი საფუარი ან 30 გრ ახალი
  • ½ ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხორცის ფარში
  • 1 მსხვილი ხახვი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1/3 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • პრასის მწვანე ღერო (სურვილისამებრ)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

ბალიაშის შიგთავსი

  1. გემრიელი ბალიაშის საიდუმლო გემრიელი შიგთავსია, ამიტომ კარგ ფარშზე იზრუნეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ცხვრის ხორცის ფარში გამოიყენეთ. თუ არ გაქვთ, ღორის და ძროხის ხორცის ფარშიც გამოგადგებათ. თუ მხოლოდ ძროხის ხორცი გაქვთ, ცოტა ახალი ღორის ქონი აუცილებლად დაუმატეთ.
  2. დიდი ხახვი წვრილად დაჭერით, შემდეგ მცენარეულ ზეთში თუშეთ. ხახვი უნდა მოთუშოთ და არა შეწვათ. როცა ხახვი დარბილდება და გამჭვირვალე გახდება, ცეცხლიდან გადმოდგით.
  3. ხორცის ფარში, მოთუშული ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი აურიეთ. სურვილისამებრ დაჭრილი პრასი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.
  4. ფარშს კარგად აურიეთ. შინაურულ ფარშს ცოტა წყალი დაუმატეთ, სჯობს მინერალური წყალი გამოიყენოთ. თუ ფარში ნაყიდი გაქვთ, ყურადღება მასას მიაქციეთ: შესაძლოა წყალი უკვე ჩაამატეს და მეტი აღარ სჭირდება.

ბალიაშის ცომი

  1. ცომი საფუარზე მოამზადეთ. ნახევარი ჭიქა რძე 30-40 გრადუსამდე გაათბეთ. რძის ნაცვლად შეგიძლიათ ნახევარი ჭიქა წყალი გამოიყენოთ.
  2. თბილ რძეს საფუარი დაუმატეთ. საფუარი როგორც მშრალი, ასევე ახალი დაპრესილი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  3. რძისა და საფუარის ნარევს 1 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ცომი თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში აფუებულ ცომზე ბუშტუკები გაჩნდება და მოცულობაში გაიზრდება.
  4. აფუებულ ცომს 1 ჭიქა წყალი (38-40 გრადუსი) და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  5. 3 ჭიქა ფქვილი (250 მლ–იან 1 ჭიქაში 160 გრ ფქვილი ჩადის) დაუმატეთ. ფქვილი წინასწარ გაცერით, რომ ჟანგბადი წარმოიქმნას და გოროხები მოაშოროთ. მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ. მარილი საფუარის გაყოფას ანელებს, ამიტომ ბოლოს დაუმატეთ.
  6. ცომს კოვზით კარგად აურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერიოს. ქვაბს პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას კიდევ ერთი საათით გააჩერეთ. თუ საფუარი ძლიერია და კარგად აქტიურდება, ნახევარი საათი საკმარისია.
  7. ძალიან რბილი და არც თუ ისე სქელი ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ.
  8. ცომი მსუბუქად ჩაზილეთ, ამასთან ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ცომი ძალიან მაგარი არ უნდა იყოს. რაც უფრო რბილია, მით უკეთესი.
  9. ცომს სქელი ძეხვის ფორმა მიეცით. შემდეგ 8-10 ნაწილად გაჭერით.
  10. ცომის ნაჭრები ხელით ან საგორავით გააბრტყელეთ, რომ 12 სმ დიამეტრის კვერები მიიღოთ, სისქე 5-6 მმ უნდა იყოს. ცენტრში 1 სუფრის კოვზი ფარში დაუმატეთ და ცოტა გააბრტყელეთ.
  11. ბელიაშს ფორმა მიეცით. შეგიძლიათ გააკეთოთ ტრადიციული ბელიაში შუაში ნახვრეტით ან მთლიანად დახუროთ. ყველაზე მეტად ბელიაში–დიდი ღვეზელი მომწონს. ცომის კიდეები ცენტრში მჭიდროდ შეკარით. ბელიაში იმწამსვე გადააბრუნეთ და მაგიდაზე ნაკერით ქვემოთ დადეთ.
  12. ასე ყველა ბელიაში გააკეთეთ.

ბელიაშის მომზადება

  1. ქვაბს ან ტაფას მცენარეული ზეთი დაასხით. ზეთი საკმარისი უნდა იყოს, რომ ბელიაში მასში მოიხარშოს და არ შეიწვას. თუ ზეთი ცოტაა, ერთგვაროვანი მოწითალო ქერქი არ გამოგივათ, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბელიაში შეიძლება უბრალოდ დაგეწვათ.
  2. ზეთი კარგად გაახურეთ. ზეთის მზაობის შესამოწმებლად სპაგეტი მასში ჩადეთ. თუ სპაგეტის გარშემო ზეთი დუღილს იწყებს, მაშინ გახურებულია.
  3. ბელიაში ნაკერით ქვემოთ ცხელ ზეთში ჩადეთ. გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს ცომი მოცულობაში იზრდება. 2-3 წუთით ერთ მხარეს შეწითლებამდე შეწვით.
  4. შემდეგ მეორე მხარეს გადააბრუნეთ და ხარშვა გააგრძელეთ, სანამ ქერქი არ გაჩნდება.
  5. თუ ქერქი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება, ზეთის ტემპერატურა შეამცირეთ, რადგან ცომი და ხორცი უნდა მომზადდეს.
  6. მზა შინაურული ბელიაშები ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. შეწითლებული, გემრიელი და არომატული ბელიაშები სუფრაზე ცხელი გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!