თაფლოვანა არა ტორტის, არამედ ორცხობილის სახით: ჩაის ადუღებამდე, 10 წუთში მზად იქნება

2110

თაფლოვანა არა მხოლოდ ტორტის, არამედ ორცხობილის სახით შეგიძლიათ მოამზადოთ. ასე უფრო გემრიელია, რადგან თითოეულ ორცხობილაში ერთნაირი რაოდენობის თაფლი შედის. რაც მთავარია, ორცხობილა ძალიან სწრაფად მზადდება, მისი გაკეთება მან შეგიძლიათ, სანამ ჩაიდანს აადუღებთ. ორცხობილის გემო ტკბილეულის მოყვარულების გულს დაიპყრობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • 80 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 140 გრ თაფლი
  • 430 გრ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მოსაყრელად:

  • 90 გრ ნიგოზი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში გამდნარი კარაქი ჩაასხით, შაქარი დაუმატეთ და გათეთრებამდე მიქსერით ათქვიფეთ.

2. კვერცხი, თაფლი დაუმატეთ და მიქსერით 2 წუთით ათქვიფეთ.

3. ახლა გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.

4. რბილი ცომი მოზილეთ.

5. ცომს პარკი გადააფარეთ და მაცივარში 15 წუთით შეინახეთ.

6. ნიგოზი ერთგვაროვანი ნაფშვენის მიღებამდე დააბლენდერეთ.

7. ცომი პატარა ზოლებად, შემდეგ თითოეული ზოლი პატარა კუბებად დაჭერით.

8. თითოეული კვადრატი დაამრგვალეთ.

9. პატარა თასში კვერცხის გული ათქვიფეთ.

10. მეორე თასში დაქუცმაცებული ნიგოზი ჩაყარეთ.

11. თითოეული ბურთი თითებით პატარა კვერებად გააბრტყელეთ და ჯერ კვერცხის ცილა წაუსვით, შემდეგ კაკალში ამოავლეთ.

12. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მიღებული ორცხობილები ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ.

13. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!