ზარმაცი თაფლის ტორტი მხოლოდ 30 წუთში

484

ჩვეულებრივ, ტორტის მომზადებას არა ერთი საათი სჭირდება, მაგრამ Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რეცეტპს, რომლის დახმარებით მაქსიმუმ ნახევარ საათში შეუდარებელი ტორტი მზად იქნება. გთავაზობთ თაფლის ტორტს 30 წუთში. არანაირი ბისკვიტის გაბრტყელება, ყველაფერი ერთად ცხვება. ტორტი რბილი, წვნიანი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ თაფლი
  • 4 კვერცხი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ საკვები სოდა
  • 300 გრ ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 400 გრ არაჟანი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. ქვაბში თაფლი და კარაქი მოათავსეთ. 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა დაუმატეთ.

3. გაზქურაზე დადგით, აურიეთ, კარაქის გადნობას დაელოდეთ. ტემპერატურის გაზრდისას სოდა თაფლთან და კარაქთან რეაქციაში შევა. გამოდის, დროა ცეცხლიდან გადმოდგათ. გვერდზე გადადეთ, რამდენიმე წუთით აურიეთ, რომ ნარევი კედელს და ძირს არ მიეკრას, რადგან აქ ჯერ კიდევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნებულია.

4. ფართო ჭურჭელში კვერცხი ჩატეხეთ, ნახევარი შაქარი დაუმატეთ (დანარჩენი კრემისთვის დაგჭირდებათ).

5. მიქსერით ფუმფულა ღია ფერის მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მუშაობა არ შეწყვიტოთ და წვრილ–წვრლად თბილი თაფლი–კარაქის ნარევი დაუმატეთ.

6. ფქვილი დაუმატეთ.

7. ნიჩბით აურიეთ. ამასთან ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ჰაეროვნება შეუნარჩუნოთ.

8. საცხობ ფორმას ანტიმიწვის ხალიჩა ან პერგამენტი დააფარეთ. ცომი ჩაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ.

9. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-17 წუთით აცხვეთ. ზედმეტად არ გამოაშროთ. როგორც კი, კბილის ჩხირი ცენტრიდან მშრალი ამოვა, ღუმელიდან გამოიღეთ.

10. გააგრილეთ, ქაღალდი მოაშორეთ. არათანაბარი კუთხეები მოაშორეთ და ღუმელში გამოსაშრობად დააბრუნეთ. დარჩენილი ბისკვიტი შუაზე გაჭერით. შემდეგ თითოეული კიდევ შუაზე გაჭერით. ასე 4 ფენა გამოგივათ. კრემისთვის არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ.

11. ბისკვიტის ფენა თანაბარ ზედაპირზე დადეთ, არაჟნის კრემი წაუსვით.

12. მთელი ტორტი ასე ააწყვეთ. გამხმარი კუთხეები დაფშვენით და ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ. თაფლის ტორტი 30 წუთში მზადაა. ახლა მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს. შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

გემრიელად მიირთვით!