კარტოფილის ზრაზი ხორცის ფარშით და სოკოთი. ყველაზე გემრიელია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს

810

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კარტოფილის ზრაზს ფარშით. ეს ერთგვარი სწრაფი და გემრიელი ღვეზელია კარტოფილის ცომით და ხორცით, რომელიც წვნიანს ან ბორშს შეგიძლიათ დაუმატოთ ან ცალკე მიირთვათ კეტჩუპთან, არაჟანთან ან სხვა სოუსთან ერთად.

ამ რეცეპტს ყველაზე უპრეტენზიო პროდუქტები სჭირდება: კარტოფილი, ხორცი, კვერცხი, სახამებელი, ხახვი და ზეთი. ასევე სოკო, რომელიც აუცილებელი ინგრედიენტი არაა, მაგრამ თუ გაქვთ, რატომ არ უნდა დაუმატოთ? კარტოფილის ზრაზი სოკოს შიგთავსით კიდევ უფრო გემრიელია!

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კარტოფილი
  • 1 ჭიქა (200 მლ) კარტოფილის სახამებელი
  • 2 კვერცხი
  • 1 კგ სოკო
  • 300 გრ ძროხის ფარში
  • 2 ხახვი
  • 100 გრ გახეხილი ხმელი ყველი
  • 150 გრ გახეხილი ყველი მოცარელა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • საფანელი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. დავიწყოთ კარტოფილის ცომის მომზადებით: კარტოფილი ქერქიანად მოხარშეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარტოფილი ხარშვის დროს არ დასკდეს (ამ შემთხვევაში წყლით გაივსება). სწორედ ამიტომ, რბილობის შესამოწმებლად დანით არ დაჩხვლიტოთ. უბრალოდ საშუალო ზომის ბოლქვები შეარჩიეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ.

2. მოხარშული კარტოფილი ოდნავ გააგრილეთ, ქერქი მოაშორეთ და დაჭყლიტეთ. მიღებულ პიურეს კვერცხი და სახამებელი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და რბილი, არა წებოვანი, ელასტიური ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ ან მასში გაახვიეთ და გვერდზე გადადეთ.

3. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ: ხახვი წვრილად დაჭერით, 1 სუფრის კოვზ ზეთში საშუალო ცეცხლზე დარბილებამდე (3-4 წუთი) შეწვით. ფარში დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ. 10-12 წუთით წვით.

4. წვრილად დაჭრილი სოკო დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, სანამ წყალი ბოლომდე არ აორთქლდება (დაახლოებით 15 წუთი). მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ, ცეცხლი გამორთეთ, თბილ მდგომარეობამდე გააგრილეთ.

5. ტაფაზე შემწვარი მასა თასში გადაიტანეთ და ორივე სახეობის ყველი დაუმატეთ. გასინჯეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

6. კარტოფილის ცომი 16 ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ, შემდეგ კვერები გააკეთეთ. ფქვილ მოყრილ მაგიდაზე იმუშავეთ.

7. თითოეულ კვერცხი დიდი კოვზი შიგთავსი ჩადეთ.

8. შიგთავსი კვერის შიგნით დააფიქსირეთ, ცილინდრული, მოგრძო ღვეზელი გააკეთეთ. თითოეული ზრაზი წვრილ საფანელში ამოავლეთ.

9. ტაფაზე რამდენიმე კოვზი ზეთი გააცხელეთ.

10. თითოეული ზრაზი ყველა მხრიდან საშუალო ცეცხლზე შეწვით, სანამ ოქროსფერ–მოყავისფრო ქერქს არ გაიკეთებს.

11. კარტოფილის ზრაზი ხორცის ფარშთან და სოკოსთან ერთად სუფრაზე პირველ კერძთან ერთად გაიტანეთ. მაგალითად, სოკოს წვნიანთან, ბორშთან ერთად. ასევე შეგიძლიათ სუფრაზე დამოუკიდებელ კერძად გაიტანოთ და არაჟანი, ნაღები, პომიდვრის კეტჩუპი ან მწნილი მიაყოლოთ.

გემრიელად მიირთვით!