Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უჩვეულოდ გემრიელ ტკბილეულს. ვენგრული ვატრუშკა საღამოს მთელ ოჯახს ჩაის დასალევად შეკრებს.
ცომის ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 10 გრ მშრალი საფუარი
- 300 გრ რძე
- ¾ ჭიქა შაქარი
- 2 კვერცხის გული
- მწიკვი მარილი
- 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად
- შაქრის ფხვნილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 400 გრ ხაჭო
- 3 ს/კ ქიშმიში
- 1 ს/კ მანანის ბურღული
- 5 ს/კ შაქარი
- 2 კვერცხის გული
- 2 კვერცხის ცილა
- 1 ლიმონი გახეხილი ცედრა
მომზადების წესი:
- საფუარი თბილ რძეს დაუმატეთ და 10 წუთით გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს.
- გაცრილი ფქვილი, შაქარი, კვერცხის გული და მარილი აურიეთ.
- ორივე ნარევი აურიეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ცომი დიდ ჭურჭელში ჩადეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას რამდენიმე საათით გააჩერეთ.
- ამოსული ცომი ფქვილ წასმულ მაგიდაზე გადაიტანეთ.
- შიგთავსისთვის: კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ხაჭო, შაქარი, კვერცხის გული, მანანის ბურღული, ქიშმიში, გახეხილი ლიმონის ცედრა აურიეთ. ბოლოს ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით.
- თითოეული ცომის ნაწილი მართკუთხა ფორმად გააბრტყელეთ და კვადრატებად დაჭერით.
- თითოეული კვადრატის შუაში ცოტა შიგთავსი მოათავსეთ.
- კვადრატების კუთხეები ცენტრისკენ გადაკეცეთ და დაამაგრეთ.
- ვატრუშკა ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
- ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და დაახლოებით 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.
- ახლა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.
- მზა ვატრუშკას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!