დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელ და ხრაშუნა ჩებურეკს, რომელიც მოხარშული ცომით მზადდება. აუცილებლად სცადეთ და ოჯახის წევრები გაახარეთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 3,5 ჭიქა ფქვილი
- ½ ჩ/კ მარილი
- 1 ჭიქა ცხელი წყალი
- 100 გრ კარაქი
- 1 კვერცხი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 500 გრ რბილი ღორის ხორცი
- 4-6 ხახვი
- მარილი, ბაჰარის წიწაკა გემოვნებით
- მზესუმზირას ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- გაცრილი ფქვილი და მარილი აურიეთ, 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და ჩანგლით სწრაფად აურიეთ. გამდნარი კარაქი კვერცხთან ერთად ოდნავ ათქვიფეთ და იმწამსვე ფქვილის მასას დაუმატეთ.
- ძალიან რბილი და ნაზი ცომი მოზილეთ, სალფეთქი დააფარეთ და შიგთავსის მომზადება დაიწყეთ.
- ღორის ხორცი და გასუფთავებული ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, კარგად აურიეთ. ჩებურეკის შიგთავსი მზადაა.
- ცომის ნაწილი მოჭერით და ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
- ცომის ნახევარზე ხორცის შიგთავსი მოათავსეთ, მეორე ნახევარი დააფარეთ.
- ჩებურეკის კუთხეები დააფიქსირეთ.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ჩებურეკი ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით. ჩებურეკი მოხარშული ცომით წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. ახლობლები გაახარეთ.
- გემრიელად მიირთვით!