Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ოჯახის წევრები გაახაროთ უგემრიელესი რულეტებით, რომლებიც კარაქზე მოზელილი უნაზესი ცომით მზადდება.
ცომის ინგრედიენტები:
- 250 მლ თბილი წყალი
- 16 გრ მშრალი საფუარი
- 110-120 გრ კარაქი
- 120 გრ შაქარი
- 3 ქათმის კვერცხი
- 1 ჩ/კ მარილი
- 500 გრ ფქვილი (შესაძლოა, ცოტა ნაკლები)
ყაყაჩოს შიგთავსის ინგრედიენტები:
- 120 მლ რძე
- 50 გრ შაქარი
- 250 გრ ყაყაჩო
- 60 გრ ქიშმიში
- 5 ს/კ თაფლი
- 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
კაკლის შიგთავსის ინგრედიენტები:
- 120 მლ რძე
- 50 გრ შაქარი
- 350 გრ ნიგოზი
- 60 გრ ქიშმიში
- 5 ს/კ თაფლი
- 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
- 1 კვერცხი რულეტზე წასასმელად
მომზადების წესი:
- ცომი მოამზადეთ. თბილ წყალს საფუარი აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ქაფი წარმოიქმნება.
- კარაქი გაადნეთ, შაქარი, კვერცხი, მარილი აურიეთ და საფუარის ნარევი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
- ფქვილი საფუარის მასაში გაცერით და ცომი მოზილეთ. 5-10 წუთში ცომი დამყოლი, გლუვი გახდება და ხელზე აღარ მოგეკვრებათ. 1,5 საათით თბილ ადგილას შეინახეთ.
- შიგთავსი მოამზადეთ. კაკალი დააბლენდერეთ, დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ და ქვაბში მოათავსეთ. შიგთავსი 5 წუთით გააცხელეთ.
- ყაყაჩოს შიგთავსი დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ და ასევე შეათბეთ.
- რულეტი ააწყვეთ. ცომი 2 ნაწილად გაყავით, თითოეული გააბრტყელეთ. შიგთავსი მოათავსეთ და დაახვიეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და 1 საათით დაასვენეთ. ამ დროში ფენებად დაიშლება და ამოვა.
- კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა ცივი წყალი დაუმატეთ და რულეტებს წაუსვით.
- 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.
- რულეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!