დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კარტოფილის ცომით მომზადებულ გემრიელ ღვეზელს ყაბაყის შიგთავსით. ცომი რბილია, ზეთს არ იწოვს, შიგთავსი – ნაზი და არომატული. რეცეპტი შეინახეთ და ხშირად გამოიყენეთ.
ინგრედიენტები:
- 300 გრ კარტოფილი
- 300 გრ ყაბაყი
- 1 კვერცხი
- 300 გრ ფქვილი
- 1 ხახვი
- 70 გრ ხმელი ყველი
- 2 კბილი ნიორი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- 0,25 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოამზადეთ.
2. კარტოფილი გათალეთ, ქვაბში ჩადეთ, წყალი დაასხით და მოხარშეთ. ამის შემდეგ სამზარეულოს კომბაინის ჭიქაში მოათავსეთ.
3. წყვეტილი დაჭერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შეგიძლიათ უბრალოდ საჭყლეტით დაჭყლიტოთ. კვერცხი და ფქვილის ნახევარი რაოდენობა დაუმატეთ.
4. აურიეთ და ცომი სრულად ჩაცხრობამდე გააჩერეთ. შემდეგ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. შეიძლება უფრო მეტი ცომი დაგჭირდეთ, ეს კარტოფილის ტენიანობაზეა დამოკიდებული. ცომი ხელზე არ უნდა გეკვროდეთ.
5. შიგთავსისთვის ყაბაყი სახეხზე გახეხეთ, მარილი მოაყარეთ. 5 წუთში გაწურეთ.
6. კუბებად დაჭრილი ხახვი მცენარეულ ზეთში გამჭვირვალობამდე შეწვით. გაწურული ყაბაყი დაუმატეთ.
7. საშუალო ცეცხლზე 10 წუთით შეწვით, რომ ყაბაყი დარბილდეს.
8. გახეხილი ყველი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა.
9. ცომი ქათმის კვერცხის ზომა ბურთებად დაყავით. 10-12 სმ დიამეტრად გააბრტყელეთ. ცოტა ნაკლებიც შეიძლება, ასე მინიატურულ ღვეზელს მიიღებთ. ერთ ნახევარზე შიგთავსი მოათავსეთ, მეორე ნაწილი ზემოდან დააფარეთ და კიდეებს თითით კარგად დააჭირეთ.
10. ტაფაზე მცენარეული ზეთი კარგად გააცხელეთ და ღვეზელი მოათავსეთ. საშუალო ცეცხლზე თითოეული მხრიდან 2-3 წუთით შეწვით, სანამ არ შეწითლდება.
11. უჩვეულოდ გემრიელი ყაბაყის და კარტოფილის ღვეზელი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!